სიახლეები

Apple Watch გულის დაავადებების დიაგნოსტიკას შეძლებს

260views

თუ გაწუხებთ მაღალი წნევა, ნამდვილად გეცოდინებათ, რამდენად მოუხერხებელია მისი გაზომვის პროცესი. ხელზე უნდა დაიმაგროთ წნევის აპარატის მანჟეტი, დგუშით დაბეროთ და ელოდოთ, სანამ ინდიკატორზე გამოანათებს მიმდინარე წნევა. ეფლს სურს ამ პროცედურების მოშორება ჩვენი ყოველდღიურობიდან და წნევის გაზომვის პროცედურა Apple Watch-ს გადააბაროს. ამაზე მეტყველებს უახლესი პატენტი, რომელიც გამოაქვეყნა აშშ-ს საპატენტო სამსახურმა.

გამოგონების ძირითადი იდეა, რომელიც პატენტშია აღწერილი, მდგომარეობს Apple Watch-ის სამაჯურის ახალი ტიპის შექმნაში, რომელიც აღჭურვილი იქნება აქსელერომეტრით და ამასტან ერთად კომპლექტში იქნება გულის რითმის დამატებითი სენსორი, რომელსაც მკერდის არეში მივიმაგრებთ. შედეგად საათი შეძლებს არტერიული წნევის გაზომვას ორგანიზმის მიერ გულიდან მაჯამდე იმპულსის გადაცემის დროზე დაყრდნობით.

მიუხედავად რთული აღწერილობისა, ეს მეთოდი აქტიურად გამოიყენება მაჯის წნევის აპარატების მწარმობლების მიერ. ასეთი მოწყობილობები ვერ დაიკვეხნიან მაღალი სიზუსტით. თუ როგორ შეძლებს კუპერტინო წნევის გაზომვის სიზუსტის ამაღლებას, ჯერ-ჯერობით უცნობია.

წყარო: patentlyapple.com

Comments

comments

Leave a Response