Apple-ის გულშემატკივრებს ალბათ გახსოვთ ტიმ კუკის ნათქვამი, რომ ახალი Campus-ისთვის 5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ჩვენ გთავაზობთ სტატიას სადაც ნახავთ თუ რა თანხა დაიხარჯა თითოეულ ობიექტში და დეტალში.
სამშენებლო კომპანია BuildZoom-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც აღწერილია თითოეული შენობის ხარჯი, რა თანხა დაიხარჯა ცალცალკე 15 შენობაში, რომლების Apple Park-შია განთავსებული.
— ძირითადი შენობა: 427,570,867 დოლარი
— სტივ ჯობსის თეატრი: $ 179,437,885
— ვიზიტორთა ცენტრი: 109,670,640 დოლარი
— საოფისე შენობა: 115,370,380 დოლარი
— პარკინგი: 113,731,332 დოლარი
— სამხრეთ ტესტირების ბაზა: $ 72,350,000
— ცენტრალური ქარხანა: 35,636,124 დოლარი
— ჩრდილოეთ ტესტი ბაზა: $ 31,492,000
— გარაჟი / მონაცემთა ცენტრი: $ 30,353,171
— ფიტნეს ცენტრი: 16,731,000 დოლარი
— მისაღები სახლი Tantau: 11.5 მილიონი დოლარი
— მისაღები სახლი Wolfe: 7 500 000 დოლარი
— სერვისის განყოფილება: $ 1,955,000
— მარკომის შენობა: 994 000 დოლარი
— Hangar Glendenning: $ 360,000
აქედან ყველაზე საინტერესო, ალბათ სატესტო ბაზებია, სადაც ალბათ მოხდება Apple Car-ის ტესტირებებიც. მათ მშენებლობებში 100 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა.