შემოდგომის პრეზენტაციაზე Apple-მა ყურადღება არ მიაქცია iPhone X-ის ტექნიკურ მახასიათებლებს. მათ არც საიტზე მიუთითებიათ რამე მსგავსი.
საბედნიეროდ, სმარტფონი დამოწმებული იყო TENAA- ში. და ახალი დეტალები ამ მოწყობილობის შესახებ ახლა მივიღეთ.
Tenaa-მ დაადასტურა, რომ iPhone X-ს ექნება 3GB ოპერატიული მეხსიერება და 2716 მილიამპერი:
https://twitter.com/OnLeaks/status/912575649256271873
iPhone X-ის ბატარეის მილიამპერი აღემატება iPhone 8-ის ბატარეის მილიამპერს, რომელიც 2665mAh-ია.
ასევე გამოჩნდება კიდევ ერთი ფერი “ვარდისფერი ოქრო” რომელიც ასევე არ ყოფილა პრეზენტაციაზე.
iPhone X-ის წინასწარი გაყიდვები ზუსტად 1 თვეში, 27 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო მაღაზიებში — 3 ნოემბრიდან.