ჩვენ ორი წელი ველოდებოდით ეფლის სატელევიზიო კონსოლის განახლებას. გასაოცარია, მაგრამ ახალი Apple TV ჩვენთვისაც კი კარგი რამეა. საქართველოს ვგულისხმობ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოწყობილობა ძირითადად აშშ-ს ბაზრისთვის არის განკუთვნილი.
მოდი ვნახოთ, რა სიახლეებია:
4K ვიდეოს მხარდაჭერა
თანაც უბრალოდ 4К კი არა, არამედ 4К HDR — ედი კიუმ თვალნათლივ გვიჩვენა, თუ რმადენად მაგარია ეს. არ გეგონოთ, თითქოს ეს ფორმატი ეფლმა მოიგონა, უბრალოდ როგორც იქნა მათაც დაამატეს ამის მხარდაჭერა თავის მოწყობილობაში.
განახლებული აპარატურული ნაწილი
მართალია, კონსოლის ძველი პროცესორიც ასევე კარგად მუშაობდა, მაგრამ 4K გამოსახულება მაინც საკმაოდ მძიმეა, ამიტომ ეფლმა განაახლა ცენტრალური პროცესორი. ახალ მოდელში ჩადგმულია A10X, წინა თაობის პროცესორი, რომელიც ამჟამად უახლეს iPad Pro-ებშია წარმოდგენილი. შესაბამისად, პროცესორი ორჯერ უფრო სწრაფად მუშაობს, ხოლო გრაფიკული ბირთვი — ოთხჯერ უფრო სწრაფად.
კონსოლზე შესაძლებელია თამაშიც, მართალია ის ვერ შეედრება სონის და მაირკოსოფტის კოსნოლებს, მაგრამ მარტივი თამაშებით გაერთობით.
ახალი ინტერფეისი, მაგარი სპორტული განყოფილება
ინტერფეისი ცოტათი გადაკეთებულია, თუმცა მუშაობის ლოგიკა იგივე დარჩა. სამაგიეროდ დაემატა უზარმაზარი სპორტული განყოფილება, სადაც თავმოყრილია ტრანსლაციები, მიმოხილვები, ჩანაწერები და თემატური გადაცემები.
ფილმები უკვე 4K გარჩევადობით არის წარმოდგენილი
აი ასე, მარტივად ეფლმა iTunes-ში გამოიტანა ფილმები 4K გარჩევადობაში. თუმცა ფასს არ მოუმატია. თუ უკვე გაქვთ ნაყიდი რაიმე ფილმი, ის ავტომატურად გადავა ახალ ფორმატში.
ფასები და როდის გამოდის
ისევე, როგორც Apple Watch Series 3-ის შემთხვევაში, წინასწარი შეკვეთა 15 სექტემბერს დაიწყება. ხოლო მოწყობილობას პირველი მომხმარებლები 22 სექტემბერს მიიღებენ.
ახლა ფასები:
- ძველი Apple TV — $149;
- Apple TV 4K, 32 გბაიტი — $179;
- Apple TV 4K, 64 გბაიტი — $199.