გასულ კვირას ქსელში გამოჩნდა ჯობსის სახელობის თეატრის შიდა ფოტოები. დღეს კიდევ ერთ საინტერესო დეტალს გაგაცნობთ.
ნილ კილბერტმა გამოაქვეყნა შენობის გეგმა. როგორც აღმოჩნდა, ის მიწისქვეშ არის განთავსებული და ჩასვლა შესაძლებელია ორი ხვეული კიბის და ლიფტის საშუალებით.
საგმოფენო სივრცე განთავსებულია წრიულ ზონაში, შესასვლელის შუაში. ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ გამოიყენებს ეფლი ამ ტერიტორიას.
Bloomberg ამტკიცებს, რომ ამ ზონაში იქნება წრიული, მოძრავი კედელი, რომლის მიღმაც იმალება სადემონსტრაციო ზონა.
სხვა გეგმებზე არის მცირე განმარტება ლიფტების მუშაობასთან დაკავშირებით: ისინი წრიულად იმოძრავებენ, ასვლა-ჩამოსვლისას (გული არ აერევათ მგზავრებს?).
წყარო: The Verge