სანამ გემუგის რედაქცია ქსელში მისხალ-მისხალ აგროვებს ინფორმაციას ახალი აიფონის შესახებ, ჩინელებმა უკვე დაიწყეს ამ მოდელის კლონის დამზადება. და თქვენ წარმოიდგინეთ, ის მუშაობს კიდევაც!
ჯერ ვნახოთ ვიდეო:
ვინ იფიქრებდა, რომ ასეთ მსგავსებას მიაღწევდნენ ჩინელები? ტელეფონში გაურკვეველი წარმომავლობის საოპერაციო სისტემაა, რომელიც გარეგნულად iOS-ს ჰგავს. დიდი ალბათობით ეს ანდროიდია.
ასევე არის ვირტუალური ღილაკი Home, მაგრამ მისი მუშაობის პრინციპი არ გვიჩვენეს, ალბათ არც მუშაობს.
რაც შეეხება დიზაინს, ის განხვავდება იმისგან, რაც ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს. არ არის პატარა კუნძული ეკრანის ზედა ნაწილში, ჩარჩოები სქელია და სამსუნგივით გადაღუნული გვერდები.
სასაცილო ფეიკია, მეტი არაფერი. უბრალოდ ჩინელები ერთობიან.