სიახლეები

Apple-ის ღონისძიება 12 სექტემბერს იგეგმება

622views

ავტორიტეტული წყაროები ერთხმად აცხადებენ: Apple-ის მორიგი ღონისძება 12 სექტემბერს ჩატარდება.

The Wall Street Journal-მა და CNBC-მ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადეს ამის შესახებ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში Apple-მა გამოიყენა Bill Graham Civic Auditorium ამ ღონისძიების მოსაწყობად, მაგრამ ანონიმური წყაროები ამბობენ, რომ პრეზენტაცია როგორც ჩანს სტივ ჯობსის სახელობის თეატრში ჩატარდება, ახალი კამპუსის ტერიტორიაზე. თუმცა, ეს შენობა ჯერ არ არის დასრულებული და მისი მშენებლობის გრაფიკმა შესაძლოა იმოქმედოს ღონისძიების ჩატარების ადგილზე.

მოსალოდნელია, რომ Apple წარმოადგენს iPhone 8-ს, OLED ეკრანით და აგრეთვე ამ ტელეფონის უსადენო დამუხტვის მოწყობილობას. ამასთან ერთად წარმოდგენილი იქნება iPhone 7 და iPhone 7 Plus მოდელებიც.

 

Comments

comments

5 Comments

Leave a Response