სულ მალე Apple პრეზენტაციას ჩაატარებს, სადაც წარმოგვიდგენს ახალ პროდუქტებს.
გუშინ New York Times-ში განაცხადეს, რომ ფასი iPhone 8-ზე 999 დოლარიდან დაიწყება. ეს არ არის უბრალოდ მოსაზრება, არამედ რედაქციას ყავს საიმედო წყაროები.
ახალი აიფონები გამოვა 64, 256 და 512 გბაიტი მეხსიერების მოცულობებით. რასაკვირველია, 999 დოლარი ყველაზე უმცროსი მოდელი ეღირება. პრინციპში, ჭორები გაზრდილი ფასების შესახებ საკმაო ხანია მოძრაობდა ქსელში.
ჯერ-ჯერობით, ეს არ არის დადასტურებული ინფორმაცია, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის მცდარი აღმოჩდეს. ტენდენცია უკვე ჩამოყალიბდა — ფასები ფლაგმანურ მოდელებზე ნელ-ნელა იზრდება. შედარებისათვის: გუშინ სამსუნგმა წარმოადგინა Samsung Galaxy Note 8, 929 დოლარად.
წყარო: ubergizmo