სიახლეები

ორი მთავარი მტკიცებულება, რომ iPhone 8 ასეთი იქნება

432views

ქსელში უკვე დიდი ხანია ისმება კითხვა, როგორი იქნება ეფლის შემდეგი ფლაგმანის დიზაინი. მე მგონი, ჩვენ შეგვიძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

Apple-მა ყველაფერი დაფქვა

პირველი და ყველაზე მთავარი მტკიცებულება — iPhone 8-ის სქემატური გამოსახულება HomePod-ში.

ეფლი პირველად არ აკეთებს ამას, როდესაც ახალ პროდუქტში მალავს შემდეგი, ჯერ კიდევ დასაანონსებელი პროდუქტის სქემებს. თუმცა, მათი მოძებნა არც ისე ადვილია.

ამ შემთხვევაში, სურათი ინახებოდა HomePod-ის მიკროკოდში, თუმცა მალე წაშალეს, როგორც კი უცხო დეველოპერებმა ეს სურათი აღმოაჩინეს. არის თუ არა ეს მტკიცებულება?

დიზაინის შესახებ დიდი ხანია უკვე მოგვითხრეს

როგორც არ უნდა იყოს, დიზაინერმა ბენიამინ გესკინმა, ეფლში საკუთარ წყაროებზე დაყდნობით არაერთხელ მოგვითხრო იმის შესახებ, თუ როგორი იქნება iPhone 8. ჩვენ კიდევ არ გვჯეროდა. არადა ტყუილად.

საერთო წყაროებმა უკვე მაშინ გამოაქვეყნეს მერვე აიფონის დიზაინი და აღნიშნეს მისი კოდური დასახელება — Ferrari (D22). გუშინ ეს ინფორმაცია დადასტურდა, როდესაც Foxconn-ის თანამშრომელმა ქსელშ დადო ახალი მოდელის CAD-ნახაზი.

იქ ასევე გამოჩნდა ეს დასახელება, როგორც ადრე. ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში ინსაიდერებმა მოგვითხრეს სამ სიახლეზე, D20, D21 და D22 — iPhone 7s, iPhone 7s Plus და iPhone 8.

ახლა ჩვენ თითქმის 100%-იანი გარანტიით შეგვიძლია გითხრათ, რომ სმარტფონი მიიღებს უსადენო დატენვის ფუქნციას და დიზაინს ეკრანის ზემოთ „კუნძულით“.

შედეგი

ყველაფერი ემთხვევა. iPhone 8-ის დიზაინი ზუსტად ისეთი იქნება, როგორც ბოლოს გამოჟონილ რენდერებზე. დაგვრჩა Touch ID-ის საკითხის გარკვევა — ის ჯერ კიდევ ბურუსით მოცულია.

Comments

comments

3 Comments

    1. ჯერ არ ვიცით, ველოდებით ინფორმაციის გაჟონვას ქარხნიდან. წარმოება დაწყებულია!

Leave a Response