სიახლეები

რატომ გაიზარდა iPad-ების გაყიდვები 15%-ით?

267views

ყველა აღფრთოვანებულია Apple-ის 2017 წლის მესამე ფისკალური კვარტლის შედეგების გამო, განსაკუთრებით გასაკვირი იყო iPad-ის გაყიდვების ზრდა, რომელიც უკვე შეუძლებელი ჩანდა. Apple განაგრძობს არაამქვეყნიური და შეუძლებელი რეკორდების დამყარებას, მოდი ჩვენ გამოვიცნოთ თუ რომელი iPad-ი იყო ყველაზე პოპულარული, რომელმა მოდელმა ითამაშა ყველაზე დიდი როლი ზრდაში.

წინა წლის მესამე ფისკალურ შედეგებთან შედარებით, iPad-ის გაყიდვები გაიზარდა 15%-ით. ამავე დროს John Gruber-ი აღნიშნავს, რომ ამ ხაზით შემოსავალმა 2%-ს მიაღწია. რაც გამოიწვია iPad-ის დიდი რაოდენობით გაყიდვებმა. არც ისე დიდი ხნის წინ Apple-მა ერთი ახალი iPad-ი შემოგვთავაზა.

ასეთი გაყიდვების ერთ-ერთი მიზეზი iPad-ის საშუალო ფასია, ერთი წლის განმავლობაში მისი ფასი — $490-დან $435-მდე დაეცა. ახალი iPad Pro-ს ფასის გათვალისწინებით, კარგად გამოჩნდა, რომ Apple-მა დიდი რაოდენობით დაბალ ფასიანი iPad-ი გაყიდა. არსებობს ორი ასეთი მოდელი, 9.7 ინჩიანი iPad-ი და iPad mini 4 — რა თქმა უნდა ხალხს ამ ორი მოდელიდან პირველი უფრო იზიდავს.

[AppleInsider]

Comments

comments

2 Comments

Leave a Response