HomePod-ის მიკროკოდი გაცილებით მეტ საიდუმლოს შეიცავს, ვიდრე ჩვენ გვგონია. დეველოპერებმა კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი აღმოაჩინეს iPhone 8-ში.
კოდში მითითებულია ფუნქციები, რომლებიც დაკავშირებულია ტელეფონის კამერასთან. როგორც ირკვევა, ორივე კამერას შეეძლება ვიდეოს გადაღება 4k ფორმატში, წამში 60 კადრი სიჩქარით.
ახლა iPhone 7 და 7 Plus შეუძლიათ გადაღება 4K 30 FPS ფორმატში, ისიც მხოლოდ ძირითად კამერაზე, ხოლო წინა კამერას 1080p-ზე აქვს შეზღუდვა. სიახლე მომხმარებლებს გამოადგებათ დამატებითი რეალობის სიტუაციებში.
ასეთი ვიდეო დიდ ადგილეს დაიკავებს. ასე რომ თუ გსურთ ამ ფუნქციის გამოყენება, ტელეფონიც მეხსიერების მაქსიმალური მოცულობით უნდა შეიძინოთ.
წყარო: Macrumors