კომპანია Synack-ის მკვლევარი, პატრიკ უორლდი აცხადებს, რომ მან აღმოაჩინა მავნებლური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ასნებოვნებდა Mac-კომპიუტერებს ბოლო ხუთი, ან შესაძლოა ათი წლის განმავლობაში. პროგრამას შეუძლია იქონიოს წვდომა ვებ-კამერასთან, გადაუღოს სურათები ეკრანს და დააფიქსიროს კლავშებზე დაჭერა.
ექსპერი გვამცნობს, რომ ტროას ცხენი Fruitfly-ს ნაირსახეობაა — მავნებლური პროგრამის, რომელიც იანვარში აღმოაჩინეს და დაბლოკეს macOS-ის უსაფრთხოების განახლებაში. როგორც გაირკვა, დაავადებულ კომპიუტერებს შორის ძირითადად სახლის კომპიუტერებია, რომლებიც აშშ ტერიტორიაზეა.
თუმცა უორლდმა ვერ შეძლო IP-მისამართის დადგენა, სადაიანც მოდის საფრთხე, მან მოახერხა პროგრამის კოდის ანალიზი. შედეგად გაირკვა, რომ ის განკუთვნილია კომპანიებზე შეტევისათვის.
უორლდმა უკვე გააგზავნა ყველა მონაცემი კუპერტინოში და მოუწოდა ეფლს რაც შეიძება სწრაფად გამოუშვან უსაფრთხოების განახლება.