Apple ხშირად ხსნის თავის საცალო მაღაზიებს უჩვეულო ადგილებში, მაგალითად ნიუ იორკის რკინიგზის ვაგზალზე. თუმცა ახალი მაღაზია გამორჩეული იქნება კიდევ უფრო.
ტექნოლოგიურმა გიგანტმა მიიღო უფლება გახსნას საცალო მაღაზია კარნეგის ბიბლიოთეკაში, რომელიც მაუნტ-ვერონის მოედანზეა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი. ეფლი ფარტობს 10 წლის ვადით აიღებს იჯარით. 1650 კვადრატულ მეტრზე გაიხსნება სრულიად ახალი მაღაზია.
როგორც ცნობილი ხდება, ეს არი იქნება უბრალოდ მორიგი საცალო მაღაზია, არამედ სრულფასოვანი სოციალური ობიექტი, სადაც იქნება ადგილები ინტერაქტიული სწავლებისათვის, საკონცერტო სცენა და სხვა მრავალი.
გახსნის თარიღი უცნობია, თუმცა სარემონტო სამუშაოები წელს დაიწყება.