Apple-მა გაგვიზიარა iOS-ის გავრცელების სტატისტიკა. მონაცემები ეფუძნება იმ მოწყობილობებს, რომლებიც App Store-ში ბოლო კვირების მანძილზე შევიდნენ.
სტატისტიკის თანახმად, iOS 10 მოწყობილობების 87 პროცენტზე მუშაობს, 10% — iOS 9-ზე, ხოლო 3% — სხვა დანარჩენ ვერსიებზე. საინტერესოა, რომ დაახლოებით მსგავსი ციფრები იყო ერთი წლის წინ iOS 9-ს შემთხვევაშიც.
ნეტავ Android-საც ასე ჰქონდეს გაბრწყინებული საქმე, მაგრამ… Android Nougat მოწყობილობების მხოლოდ 11.5% არის, ყველაზე პოპულარული ვერსია, Marshmallow მხოლოდ 31.8%-ით დაიკვეხნის.
წყარო: Apple