წლიდან წლამდე ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ტენიან კონკურენტები საკუთარ ფლაგმანებში ძლიერ კამერებს, აზომებენ ერთმანეთს მეგაპიქსელებს და ფოტოების დამუშავების ტექნოლოგიებს.
ვიკ განდოტრა, Google+-ის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი და კორპორაცია Google-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ერთადერთი სმარტფონი, რომელზეც ის პროფესიულ ფოტო-კამერას გაცვლიდა — აიფონია.
თავის პუბლიკაციაში Facebook-ზე მან iPhone 7-ს უწოდა „DSLR-კამერების ეპოქის დასასრული მომხმარებელთა დიდი ნაწილისათვის“. ვიკი თვლის, რომ Apple-მა ბრწყინვალე სამუშაო ჩაატარა „არაჩვეულებრივი გამოსახულების“ მისაღებად.
თუ ფიქრობთ, რომ მან არ შეადარა iPhone 7 Plus-ის მიერ გადაღებული ფოტოები Samsung Galaxy S8-ზე გადაღებულებს, ცდებით. აი რა განაცხადა ვიკმა:
აქ არის ერთი პრობლემა: Android. ის ღია საოპერაციო სისტემაა (ძირითადად), რომელმაც ერთნაირად უნდა იმუშაოს ყველგან. ჟღერს კარგად მანამდე, სანამ არ დაიწყებ დეტალებში გარკვევას. ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ აქვს Samsung-ს ამდენი ფილტრი ფოტოს დასამუშავებლად?
ეს იმასთან არის დაკაშირებული, რომ როდესაც Samsung ნერგავს ნოვატორულ გადაწყვეტილებას საბაზო მოწყობილობების გამოყენებით (მაგალითად, ძლიერი კამერის), მას უწევს Google-ის დარწმუნება იმაში, რომ ეს ინოვაცია შესაძლოა გაჩენილიყო სხვა აპლიკაციებშიც, შესაბამისი API-ს გამოყენებით. მაგრამ ამაზე წლები იხარჯება.
ყველაზე დიდი სიახლე მოდის არა აპარატურულ დონეზე, არამედ პროგრამულზე. Google უკვე დიდი ხანია უარი თქვა ამ იდეაზე (ამოიღო ნაოჭების ავტოკორექციის, კბილების გათეთრების და ა.შ. ფუნქციები).
Apple-ს არ გააჩნია ასეთი შეზღუდვები. ისინი ნერგავენ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს საბაზო მოწყობილობაში და უბრალოდ ანახლებენ პროგრამულ უზრუნველყოფას (მაგალითად, დაამატეს პორტრეტული რეჟიმი).
შედეგი: თუ თქვენ მართლა გსურთ ხარისხიანი ფოტოს მიღება, თქვენ გაქვთ iPhone. თუ არ ხართ წინააღმდეგი, ჩამორჩეთ რამდენიმე წლით, იყიდეთ Android.
შესაძლოა, ღირს ამ აზრის მიღება და დათანხმება? თქვენ როგორ ფიქრობთ?
წყარო: CultOfMac