Apple-მა 2017 წლის ფისკალური კვარტლის შედეგები შეაჯამა. შედეგი შთამბეჭდავია.
გააქტიურებულად იზრდება iPhone-ის, Apple Watch-ის და iPad-ის გაყიდვები. Apple-ის მთლიანი შემოსავალი 7%-ით გაიზარდა. 44.95 მილიარდ დოლარამდე.
ივნისში ჩავატარეთ წარმოუდგენლად წარმატებული მსოფლიო კონფერენცია დეველოპერებისთვის (WWDC 2017) და ჩვენ მოხარულები ვართ იმით, რომ გვაქვს ახალი მიღწევები iOS, MacOS, watchOS და tvOS-ის განახებებში, რომელსაც სექტმბრის ღონისძიებაზე იხილავთ –– განაცხადა ტიმ კუკმა.
წარმოგიდგენთ კომპანიის მიღწევებს
• iPhone 7/7 Plus-ის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, წელს კი გაიყიდა ყველაზე მეტი iPhone ბოლო 10 წლის განმავლობაში –– 1.2 მილიარდი
• მხოლოდ 2017 წლის მესამე ფისკალურ კვარტალში გაიყიდა 41 მილიონი iPhone 7/7 Plus. მთლიანად შემოსავალი კი 28.4 მილიარდი დოლარია
• Apple-ის სერვისების შემოსავლები 22%-ით გაიზარდა
• Apple Music-ის მომხმარებლების რაოდენობა ბოლო 90 დღის განმავლობაში 20 მილიონით გაიზარდა.
• 15%-ით მეტი iPad-ი გაიყიდა, შეერთებულ შტატებში კი 32%-ით გაიზარდა, ვიდრე ერთი წლით ადრე
გაითვალისწინეთ, რომ ეს არის პირველი ზრდა iPad-ის ხაზის, 2014 წლის შემდეგ! ვაშა!
• 1.2 მილიონი სტუდენტი იყენებს iPad-ს და Swift Playgorund-ს
• Mac-ის გაყიდვები გაიზარდა ჩინეთში და იაპო��იაში (ახალი iMac-სა და Macbook Pro-ს წყალობით)
• Mac-ის მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელი –– 95%
• Apple Watch-ის გაყიდვები გაიზარდა 50%-ით (ყველაზე პოპულარული ჭკვიანი საათი ბაზარზე)
• AirPods-ის მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელი –– 98%
• დეველოპერების დიდი რაოდენობა, დაინტერესებულია ARkit-ის შესაძლებლობებით
• iPhone 7-ის მფლობელთა კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა 95%, iPhone 7 Plus-ის 99%
• მომხმარებლები თითქმის ორჯერ უფრო მეტჯერ ყიდულობენ App Store-ში ვიდრე Google Play Market-ში
• ახლა Apple-ს აქვს 261.5 მილიარდი დოლარის მარჯა
გარდა ამისა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ ძალიან მალე გაგვაცნობს ახალ პროდუქტებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მან აშკარად iPhone 8-ზე მიგვანიშნა.
კითხვაზე თუ რას გვეტყვით მომავალ ფლაგმანზე, ტიმ კუკმა ასე უპასუხა: ჩვენ არ გავაკეთებს კომენტარს პროდუქტზე, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოუშვია Apple-ს.