სიახლეები

Apple დაეხმარა Samsungs-ს, რომ ის სმარტფონების ბაზარზე წინ გასულიყო!

162views

დღესდღეობით მსოფლიოში Samsung-ი ერთადერთი კომპანიაა, რომლის სმარტფონიც შეიძლება Apple-ის კონკურენტად განვიხილოთ, რისი თქმის საშუალებასაც კომპანიის ისტორია გვაძლევს — მისი წლიური მოგება სმარტფონებზე 12.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩვენ ალბათ ნაკლებად მივაქცევდით ყურადღებას, მაგრამ სამხრეთ კორეის გიგანტმა ამ კრიტერიუმში აჯობა.

Apple-ის სავარაუდო მოგება 10.5 მილიარდი დოლარია, რაც Samsung-ის მაჩვენებელზე ნაკლებია. ეს ინფორმაცია დაახლოებითია, რადგან ტიმ კუკი სრულ მონაცემებს 1 აგვისტოს გამოაქვეყნებს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ Samsung-ის წლიური მოგება პირველად გადააჭარბებს Apple-ს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ჩვენ მხოლოდ სმარტფონების ბაზარზე ვსაუბრობთ, აქ Apple ჯერ კიდევ ლიდერია, რადგან სამხრეთ კორეის გიგანტ კომპანიას სმარტფონებმა მოგების მხოლოდ 29%-იანი შემოსავალი მოუტანა. გარდა ამისა, Apple ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომხმარებელია Samsung-ის — Apple-ს უკვე გადახდილი აქვს დიდი თანხები უახლესი ჩიპებსა და მონიტორებში, რომელიც Samsung-მა უნდა დაუმზადოს. ამ ფაქტმა კორპორაციას ძალიან დიდი შემოსავალი მოუტანა, რაც 2017 წლის მეორე კვარტალშიც აისახა.

შეიძლება ითქვას, რომ Apple ყოველთვის გვერდს უვლიდა სამსუნგს, ახლა კი თვითონვე დაეხმარა წინ გასვლაში 😉

Comments

comments

2 Comments

  1. მემგონი პირიქით
    რო არა სამსუნგის მაღალი ხარისხის კომპონენტები Apple-ის პროდუქციის ფასი Xiaomi-ს კატეგორიაში მოხვდებოდა

Leave a Response