სიახლეები

რომელი მოწყობილობები მიიღებენ ARKit-ის მხადაჭერას?

119views

შეამცნევდით, რომ ბოლო დროს ჩვენ ხშირად ვუთმობთ ყურადღებას ARKit-პლათფრომას, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს დამატებითი რეალობა გამოიყენონ აპლიკაციებში. თითქმის ყოველდღე რაიმე სახის ინფორმაცია მაინც ქვეყნდება ამ თემის გარშემო, ქვეყნდება აგრეთვე სადემონსტრაციო ვიდეოები, სადაც ჩანს ამ ახალი პლათფორმის გამოყენების ხიბლი. სამწუხაროდ, iOS 11-ის გამოსვლის შემდეგ ყველა მოწყობილობა ვერ მიიღებს ამ ტექნოლოგიის მხარდაჭერას.

ვინაიდან ARKit საკმაოდ მომთხოვნია რესურსებისადმი, აპლიკაციები მათი მხარდაჭერით მხოლოდ იმ მოწყობილობბზე გაეშვება, რომლებშიც არის პროცესორი A9 და უფრო ახალი. მხოლოდ ამ ჩიპის წარმადობა იქნება საკმარისი გარე სივცრცის სკანირებისა და ამ სივრცეში მატერიალური სამყაროს ახალი ობიექტის ჩაშენებისათვის. ამ ეტაპზე თავსებადი მოწყობილობების სია ასეთია:

  • iPhone SE;
  • iPhone 6s და iPhone 6s Plus;
  • iPhone 7 და 7 Plus;
  • iPad Pro 9,7 და iPad Pro 12,9 (2016);
  • iPad 9,7 (2017);
  • iPad Pro 10,5 და iPad Pro 12,9 (2017).

სულ მალე ამ სიას დაემატება აიფონის ორი ახალი მოდელი.

Comments

comments

Leave a Response