სიახლეები

ქსელში გაჟონა პირველმა ინფორმაციამ iPhone 9-ის შესახებ

409views

ჯერ iPhone 8 არ გამოსულა გაყიდვაში (და ისიც კი არ ის ცნობილი, ვიხილავთ, თუ არა მას წელს), მაგრამ სხვადასხვა წყაროები უკვე გვაწვდიან ინფორმაციას iPhone 9-ის შესახებ. როგორც წერს გამოცემა The Korea Economic Daily, Apple-მა დადო ხელშკერულება LG Chemical-თან ახალი თაობის აიფონებისათვის აკუმლატორების მიწოდებაზე.

როგორც წესი, ეფლი ცდილობს აირჩიოს რამდენიმე მწარმოებელი მაკომპლექტებელი ნაწილებისათვის, მაგრამ CNBC-ის მონაცემებით, LG-იმ თობით მილიონი დოლარი ჩადო წარმოებაში, რათა ის გახდეს iPhone 9-ის აკუმლატორების ერთადერთი მომწოდებელი. მოსალოდნელია, რომ ახალი თაობის აიფონის აკუმლატორი შესრულებული იქნება L-ფორმით, ამასთან მოცულობა 4000 მა/სთ გახდება.

ჯერ-ჯერობით ძალიან ძნელია იმის თქმა, რამდენად შეესაბმება ეს ჭორები სინამდვილეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში Apple-ის და LG-ის პარტნიორობა საინტერესოდ გამოიყურება. რაც შეეხება iPhone 8-ს, მისთვის აკუმლატორის მომწოდებელი ჯერ უცნობია.

Comments

comments

4 Comments

Leave a Response