სიახლეები

რა ბედი ეწია Apple-ის აპლიკაციას Clips?

122views

ამა წლის აპრილში ეფლმა გამოუშვა კიდევ ერთი ახალი აპლიკაცია, Clips. ის განკუთვნილია მოკლე ვიდეოების შესაქმენლად, რომლებიც შეგიძლიათ გაუზიაროთ მეგობრებს შეტყობინებებში და სოციალურ ქსელებში. თუმცა თავიდანვე აპლიკაცია განკუთვნილი იყო ძირითადად ახალგზარდებზე, ფაქტიურად ისე გამოვიდა, რომ ამ ახალგზარდებს Instagram-ში და Snapchat-ში ყოფნა ურჩევნიათ.

გამოხმაურებებში მომხმარებლები წერენ, რომ ეფლს შეეძლო უფრო საინტერესო პროდუქტის შექმნა, ვიდრე უბრალოდ სტიკერების და ფილტრების ნაკრები. სხვები იმაზე ჩივიან, რომ ინტერფეისი ნაკლებ გასაგებია და ფუნქციური, ვიდრე Instagram-ს აქვს. ამიტომ, თუ დავუჯერებთ 9to5Mac-ს, Clips-ის პოპულარობა გამოშვებიდან პირველ თვეზე მოვიდა და მერე კლება დაიწყო.

ფაქტობრივად, Facebook, Instagram, Snapchat პრაქტიკულად სრულად გვთავაზობენ Clips-ის შესაძლებლობებს, თანაც ხშირად უფრო მარტივი ხერხებით. ეფლს ერთადერთი, რაც შეუძლია გააკეთოს, გახადოს Clips iOS-ის სტანდარტული აპლიკაცია. მაშინ კიდევ შესაძლებელია, რომ ეს აპლიკაცია პოპულარული გახდეს.

თქვენ თუ სარგებლობთ Clips-ით თქვენს მოწყობილობაზე?

Clips
Clips
Developer: Apple
Price: Free

Comments

comments

2 Comments

  1. ყველაზე უგემოვნო და საზიზღარი აპლიკაცია რაც როდესმე შეუქმნია ვაშლს : (

  2. და კიდე ამბობთ რომ სისტემური გახდეს და ეს საზიზღრობა შეტენონ მომხმარებლებს?

Leave a Response