დეველოპერები აგრძელებენ ARKit-ის თვისებების შესწავლას, ერთერთმა მათგანმაც კი ძალიან მაგარი ნავიგატორი შექმნა.
თქვენ ძალიან მარტივად, უნდა გახსნათ რუქების აპლიკაცია iOS 11-ზე, მიუთითოთ მარშუტი და დააჭიროთ ღილაკს AR. ამის შემდეგ iPhone-ის მთლიან ეკრანზე იხსნება თქვენი გზა, რაც რეალურად გაქვთ გასავლელი და თან წითელი ისრები ცდილობენ მიგითითოთ მიმართულება. ნახეთ ვიდეო, რომელიც ანდრე ჰარტმა განათავსა თავის ტვიტერის გვერდზე.
ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან აღარ გიწევთ რუქის ზევიდან ყურება, თქვენ რეალობაში გკარნახობთ ნავიგატორი თუ რა მიმართულებით უნდა გააგრძელოთ სვლა.