სიახლეები

კითხვაზე პასუხი: თუ რატომ უნდა დავაინსტალიროთ 10.3.3?

93views

გუშინ წინ Apple-მა გამოუშვა პროგრამული განახლება 10.3.3 ვერსია. როგორც ჩანს, მომხმარებლებს დიდი ყურადღება ამისთვის არ დაუთმიათ. ეს განახლება მიეძღვნა პატარა და მნიშვნელოვანი ხარვეზების გამოსწორებას.

Apple-ის ინჟინერებმა აღმოფხვრეს სისტემის შეცდომა, რომელიც საშუალებას აძლევდა თავდამსხმელებს iPhone-ზე და iPad-ზე დისტანციურ წვდომა ჰქონოდათ. მოწყვლადობა დაფარული იყო Wifi Broadcom ჩიპით, რადგან ჰაკერებმა უკაბელო ქსელის გამოყენებით მოწყობილობების კონტროლი მიიღეს.

ამ თვეში, შეცდომა უფრო ფართოდ გახდა ცნობილი — CVE-2017-9417 იყო Broadcom-ის BCM4354, 4358 და 4359 ჩიპები იყო ძირითადი დაუცველობის მიზეზი. მოწყობილობები აქტიურად იყენებენ Wi-Fi- ს სმარტფონებში HTC, LG, Google, Samsung, ასევე Apple-ის iPhone-ში. საბედნიეროდ კუპერტინოდან სწრაფად მოახდინეს რეაგირება და პირველ რიგში მომხმარებლების დაცულობაზე იზრუნეს!

ასე, რომ ორგანიზაცია GEMUG-ი მკაცრად გირჩევთ, აუცილელბად დააყენეთ ახალი 10.3.3 iOS-ის ვერსია.

Comments

comments

Leave a Response