სიახლეები

ჩინელმა სცადა 102 iPhone-ის სხეულით გადატანა

108views

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბაჟომ დააკავა მოქალაქე, რომელიც საკუთარი სხეულით 102 ცალი აიფონის გადატანას ცდილობდა. მოდელებს შორის იყო iPhone 7, 7 Plus და iPhone 6s Plus.

სმარტფონების საერთო ფასმა 70 000 დოლარი შეადგინა. ყველა მოწყობილობა სხეულზე იყო მიწებებული წებოვანი ლენტით.

ვინაიდან ისინი საკმაოდ მჭიდროდ იყო დამაგრებული სხეულზე, ქალი საკმაოდ მძიმედ გადაადგილდებოდა, რამაც მიიპყრო მებაჟეების ყურადღება. ჩანთაში ვერაფერი უპოვნეს, სამაგიეროდ ლითონის დეტექტორზე გავლისას ყველა აიფონი „აყვირდა“.

საინტერესოა, თუ რისი იმედი ჰოქნდა ამ ადამიანს, როგორ აპირებდა დეტექტორის გავლას? ამჯერად, როგორც ვხედავთ, ვერ გაუმართლა.

Comments

comments

Leave a Response