ხრიკები

როგორ გავთიშოთ ვიდეოს ავტო-დაკვრა Safari-ში

155views

ბევრს აღიზიანებს, როდესაც იგივე YouTube ავტომატურად იწყებს ვიდეოს დაკვრას (საკითხი სხვა საიტებსაც ეხება). ზოგიერთ შემთხვევაში ეს სასარგებლოა, მაგრამ ძირითადში მხოლოდ დისკომფრტის მონიჭებელია. macOS High Sierra-ში ეფლმა ეს საკითხი გადაწყვიტა Safari-ში, მაგრამ რა ვქნათ უფრო ძველ ვერსიებში?

ვიდეოს ავტო-დაკვრის გაჩერება ძალიან ადვილია — ან შეგვიძლია დავაყენოთ სპეციალური პლაგინი, ან გამოვიყენოთ Safari-ს სტანდარტული ხელსაწყო. ამ ბოლო შემთხვევაში ჯერ დახურეთ ბრაუზერი, გახსენით „Terminal“ და აკრიფეთ ქვემოთ მოცემული ბრძანება:

defaults write com.apple.Safari IncludeInternalDebugMenu 1

ამის შემდეგ დააჭირეთ Enter და ხელახლა გახსენით Safari. მენიუში გაჩნდა ახალი ელემენტი, Debug. გახსენით ის და აირჩიეთ „Media Flags“, ხოლო მასში მონიშნეთ თოლია „Disallow inline video“.

კიდევ ერთი ვარინატი — აკრიფეთ ტერმინალში ეს ბრძანება:

defaults write com.apple.Safari WebKitMediaPlaybackAllowsInline -bool false

მზადაა! ახლა საიტების უმრავლესობაზე ვიდეო აღარ გაეშვება ავტომატურად მანამდე, სანამ თქვენ თვითონ არ დააჭერთ დაკვრის ღილაკს.

Comments

comments

Leave a Response