Touch ID-ის სახის სამგანზომილებიან სკანერზე შეცვლის იდეა ეფლის იჯინრების მიერ მინიმუმ სამი წელია მუშავდება. ეს დასტურდება იმ პატენტებით, რომლებიც ამასწინათ გახდა ცნობილი და რომლებიც 2013 წლით თარიღდება. სწორედ იქ პირველად გამოჩნდა სკანირების ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია განასხვავოს ორგანზომილებიანი გამოსახულება (ფოტო), სამგანზომილებიანისაგან (ნამდვილი სახე).
გამოსახულების მიღება ხდება სპეციალური სენსორებისა და წინა კამერის საშუალებით. როგორც კი სმარტფონი „დაინახავს“, რომ მის წინ სახე გამოჩნდა, იწყებს სისტემის გააქტიურებას, რომელიც სურათს იღებს. სემდეგი ეტაპია იდენტიფიკაცია, რომელიც მოიცავს მიღებული სურათის შეფარდებას მეხსიერებაში შენახულ ვერსიასთან. ეს მეთოდი შეუცვლელი შესაძლოა გახდეს მრავალმომხმარებიანი გამოყენების შემთხვევაში.
საკვანძო წერტილებად, რომლებიც მონაწილეობენ სახეების შედარებისას, გამოიყნება თვალის ჩაღრმევებები, რაწვები, ცხვირის ფორმა და ამ ნიშნების ერთობლიობა. თუ პირობნების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება (ასეც შეიძლება მოხდეს, მაგალითად მაკიაჟის შემთვევაში), სისტემა იწყებს თვალების ანალიზსს, ახდენს მათ სკანირებას ინფრაწითელ რეჟიმში.