გუშინ როდესაც მსოფლიო Emoji-ს საერთაშორისო დღეს აღნიშნავდა, (დიახ, ასეთი დღესასწაული არსებობს) Apple-მა გადაწყვიტა პატარა საჩუქარი გაეკეთებინა თავისი მომხმარებლებისათვის — Apple-მა გვაჩვენა ახალი ემოჯები, რომლებიც iOS-ის MacOS-ის და WatchOS-ის ახალ ვერსიებში დაემატება.
ახალ ემოჯებში არის წვერიანი კაცი, მოჭრილი ქოქოსის, ქალის შარფში, ზებრა, ნედლეულის სტეიკი და მრავალი სხვა.