სიახლეები

ფილმი დაამონტაჟეს პირდაპირ გადამღებ მოედანზე, Macbook Pro-ს გამოყენებით

153views

საიდუმლო არ არის, რომ MacBook Pro ხშირად გამოიყენება მონტაჟის სფეროში, მაგრამ ცოტას თუ უცდია ნოუთბუკზე სრულმეტრაჟიანი ფილმის შექმნა. მაგრამ წელს ესეც მოხდა. ფილმი Baby Driver სწორედ ამ გზით შეიქმნა და დეტალებს ფილმის მემონტაჟე გვიყვება.

პოლ მაჩლისის განცხადებით, ეს იყო ერთ-ერთი ურთულესი სამუშაო მის ცხობრებაში. ფილმში ძირითადი როლი მუსიკას უჭირავს — მისი აკომპანიმენტით მიმდინარეობს ფილმი, ამიტომ ფილმის წარმოება და მონტაჟის გაყოფა შესაძლებელი არ იყო. რეჟისორი რეალურ დროში მითითებებს აძლევდა მსახიობებს, ხელახლა იღებდა დაწუნებულ სცენებს და ამონტაჟებდა პირდაპირ გადამღებ მოედანზე, რათა ენახა შედეგი.

მაჩლისმა ააწყო მობილური სამონტაჟო სტუდია, რომელიც შედგებოდა MacBook Pro-სა და Avid Media Composer-ისაგან, მეორე მონიტორისაგან და აქსესუარებისაგან. ამ სტუდიის საშუალებით ხდებოდა იმის გარკვევა, თუ როგორ ჩანს სურათი ეკრანზე, გამოდის თუ არა ყველაფერი ისე, როგორც რეჟისორს სურს და კარგად მონტაჟდება თუ არა სცენები.

შედეგად, ფაქტობრივად მთელი ფილმი დამონტაჟდა ამ ნოუთბუკის საშუალებით. ამის წყალობით კინო კარგად გადაიღეს, ეკონომია გასწიეს კადრების ძვირადღირებულ პოსტ-დამუშავებაზე.

Comments

comments

18 Comments

  1. პოსტთან არაფერ შუაშია, მაგრამ ვინმეს შეუძლია ამიხსნას ჩემი პოსტი რატო არ იდება ??! უკვე მე2 წამიშალეს. ეფლთან დაკავშირებულ რაღაცეებს ვკითხულობ ყოველთვის აქ ჯგუფის შესაბამისად და რატომღაც 2ჯერ მივიღე გაფრთხილება, რომ ეს ეფლის ჯგუფია. ამ დროს ხშირად იდება პოსტები თუნცად ფბ-ს, მაგთის, ჯეოსელის, ანდროიდებთან დაკავშირებულიც კი და მათ შორის სიზმრებზეც და რატომღაც ჩვეულებრივად აღიქმება. იქნებ უფრო გამარკვიოს ვინმემ, რამეს ვაშავებ და ვერ ვხვდები ??!

    1. მეგობარს აიქლაუდის გახსნა ჭირდება, რაღაც ვერ გავიგეთ და იქნებ ვინმეს შეუძლია აქ დახმარება

    2. მაგას არ ვდებთ, ვინაიდან იკვეთება სისხლის სამართლის საქმის ნიშნები. ქლაუდის გახნსის მოთხოვნის 90% მოპარულ ტელეფონებზე მოდის, ასე რომ აქ მაგის პასუხს ვერ მიიღებთ

    3. გაფრთხილება არ მინახია ეგ კითხვა თუ არ შეიძლებოდა, ხშირად რომ მინახავს მაგიტო ვიკითხე, თორე არ ვიკითხავდი. და თქვენ შეგიძლიათ დამეხმაროთ, როცა ბარათს ითხოვს, მანდ რა გავაკეთოთ ან რომელი ბარათი მივაბათ ??

    4. მაშინ თხოვნა მექნება, რომ კითხვა მკაფიოდ ჩამოყალიბდეს, შემდგომში გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად.

      პ.ს. დროის შეზღუდულო მოცულობის გამო, მე აქ უკვე დიდი ხანია არ ვწერ პასუხებს, ჯგუფის წევრები თვითონ პასუხობენ კითხვებზე.

    5. Tamuna Petriashvili, ყოველი კითხვა დაკავშირებულია Apple-თან. მათ შორის iOS-ზე მომუშავე აპლიკაციები, თუნდაც Facebook-ი.

      Geocell-ს და Android-ს რაც შეეხება Apple-თან მიმართებაში შეიძლება ხშირად იყოს ნახსენებ, ცალკე რომელიმე კონკრეტულის შესახებ ჯგუფში არავინ არაფერს განიხილავს.

      სიზმარს რაც შეეხება ასევე iPhone-თან იყო დაკავშირებული და საკმაოდ სახალისოც. არა თემატური და უადგილო არ ყოფილა.

    6. Goga Nadirashvili ახალი წევრი არ ვარ ამ ჯგუფის, ეს ზოგადი ინფორმაცია იყო რაც უცებ გამახსენდა და კონკრეტულად ბოლო პოსტები არ მიგულისხმია

      სიზმარზე სახალისო იყო 🙃 და არც იუმორზე ვარ აცრილი, უბრალოდ ვერ გავიგე რატო არ იპოსტებოდა ჩემი კითხვა (გავარკვიე უკვე) და მაგიტომ ვიკითხე

  2. რა გაგიკვირდათ მერე? apple-ის კომპიუტერებს, რომ დეველოპერები და ფოტო/ვიდეო გრაფები იყენებენ ეხლა გაიგეთ? :დდ
    Adobe AE CS6/CC ან სხვების გამოსაყენებლად საუკეთსო რამაა მაკი გინდ ვეგასი

  3. მაკი ძალიან კომფორტულია, თუმცა რენდერინგის სიჩქღეში დელის xps15 მა აჯობა. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ვინდოუსის ჰარდიც გაუმჯობესდა…

  4. საერთოდ არ მომწონს Apple მაგრამ როდესაც Video Editing ზეა საქმე აი მანდ არგუმენტი არ მაქვს უბრალოდ საუკეთესოა MacBook Pro მაგ სფეროში

Leave a Response