როგორც იცით მსოფლიოში ყველაზე პოპულარობით ჩვენი საყვარელი კომპანიის Apple-ის Macbook-ი ლიდერობს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბაზარზე დიდი კონკურენციაა, კონკურენცია მთავარი მიზეზია იმისა თუ რატომ დაიწია 0.4%-ით Macbook-ების გაყდიდვებმა 2017 წლის მეორე კვარტალში, შედარებით პირველისა.
ბოლო კვარტალში Apple-მა მოახერხა მსოფლიოში 4.2 მილიონი Mac კომპიუტერის გაყიდვა. ეს ოდნავ ნაკლებია ვიდრე წინა წელს, როდესაც 4.26 მილიონი Mac-ი გაიყიდა. ეს კლება არ არის ისეთი ყურადღება მისაქცევი და საგანგაშო, რომ კუპერტინოში სალაპარაკო თემა გახდეს. კომპანია როგორც აქამდე ისევ რჩება მე-4 ადგილზე კომპიუტერული მწარმოებელ კომპანიებს შორის: Dell, Lenovo და HP კი საოცარი მაჩვენებლებით ლიდერობენ.