Apple მუშაობს ლაზერულ სისტემაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ გამოსახულების სიღრმე, დამატებითი რეალობისათვის. ამის შესახებ გვატყობინებს Fast Company, საკუთარ საიმედო წყაროებზე დაყდნობით.
ინფორმაციის თანახმად, iPhone 8-ის ძირითად კამერაში გამოყენებული იქნება სისტემა VCSEL (ზედაპირულად გამომასხივებელი ლაზერი ვერტიკალური რეზონატორით). ასევე ცნობილია კომპანიების Lumentum და Finisar სისტემების გამოყენების შესახებ.
VCSEL საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად და ზუსტად მოვახდინოთ სურათის სიღრმის გაზომვა, დამატებითი რეალობისათვის, ასევე უფრო სწრაფი ავტოფოკუსი გადაღებისას. VCSEL-ის ლაზერული სისტემები ზომავენ მანძილს, რომელსაც შუქი გადის მიზნამდე და უკან და აგენერირებენ ფრენის დროს (TOF). სისტემა შედგება წყაროსგან (VCSEL), ობიექტივისაგან, დეტექტორისაგან და პროცესორისაგან.
გასაოცარი არ არის, რომ ტელეფონის ახალმა მოდელმა შესაძლოა მიიღოს ეს სპეციალური ტექნოლოგია — iOS 11-ში ეფლმა ძირითადი ყურადღება დამატებულ რეალობაზე გადაიტანეს. ადრე წყაროები გვამცნობდნენ, რომ აიფონის ახალი მოდელი 3D კამერას მიირებდა, სახის ამოცნობისათვის.