სიახლეები

Apple-ს არ მოსწონს, რომ მისი კამპუსის თავზე დაფრინავენ

93views

Apple-ის ახალი კამპუსის მშენებლობის განმავლობაში, რომელიც „კოსმოსურ ხომალდს“ ძალიან ჰგავს, ეფლის ფანები ხშირად უშვებდნენ დრონებს, რათა უკეთ დაენახათ მშენებლობის პორცესი. და მართალია, ახლა კამპუსი თითქმის მზადაა, ოპერატორებს პირველი პრობლემები გაუჩნდათ.

არხზე DroneOneMedia გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც ეფლის კამპუსის მშენებლობაა დაფიქსირებული. მაგრამ გარდა ამისა, ვიდეოს ახლავს ავტორის კომენტარები იმის შესახებ, რომ ასეთი ვიდეოს გადაღება გართულდა.

ავტორის განცხადებით, ბოლო ვიდეოს ჩაწერისას მასთან მივიდა ეფლის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. მან აუხსნა, რომ ასრულებს ერთ ძირითად საქმეს — თვალყურს ადევნებს, რომ არავინ არ გაუშვას დრონი კომპანიის კამპუსის ახლო-მახლო. დაცვამ გააფრთხილა ავტორი, რომ პოლიციას გამოუძახებდა და ამით აიძულა ძირს დაეშვა დრონი, თუმცა მას გააჩნდა ტექნიკური საშუალებები დრონის ჩამოსაგდებათ.

ნიშანდობლივია, რომ ტერიტორია ეფლის კამპუსის ზემოთ არ არის რეგისტრირებული, როგორც დრონებისათვის აკრძალული ტერიტორია. რის საფუძველზე მოითხოვა დაცვის თანამშრომელმა დრონის დასმა — გაუგებარია, მაგრამ ვიდო-ბლოგერმა გადაწყვიტა არ ჰქონოდა შეხება პოლიციასთან.

ამ ყველაფრის ახსნა ერთადერთია: ახალ კამპუსში უკვე მთელი ძალით მიმდინარეობს მუშაობა საიდუმლო პროდუქტებზე და კომპანიას არ სურს, რომ ვინმემ გაიგოს ამის შესახებ.

Comments

comments

Leave a Response