ხრიკები

როგორ მუშაობს ავტომობილში Do Not Disturb რეჟიმი

201views

iOS 11-ში კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა — რეჟიმი „არ შემაწუხო მანქანის ტარების დროს“. ამ ფუნქციის მიზანია ყველა შეტყობინების დაბლოკვა, სანამ თქვენ ავტომობილს მართავთ.

ფუნქცია ირთვება ავტომატურად, როდესაც სმარტფონი უერთდება ავტომობილის Bluetooth-ს. ის გააქტიურდება მანქანის დაძვრისთანავე. ასევე ამის გაკეთება ხელითაც შეიძლება, თუ თქვენი ავტომობილი მხარს არ უჭერს თანამედროვე სმარტფონებს.

ჩართული რეჯიმისას ტელფონში არ შემოდის ზარები, შეტყობინებები და ტელეფონის ეკრანი მუდმივად ჩამქრალია. სანამ ოფცია მუშაობს, ყველა, ვინც დაგირეკავთ, ან სმს-ს მოგწერთ, მიიღებს საპასუხო სმს-ს: „ამ მომენტში მე ავტომობილს ვმართავ რეჟიმით „არ შემაწუხო მანქანის ტარების დროს“. მე წავიკითხავ თქვენს შეტყობინებას მოგვიანებით“.

მაგრამ, თუ ზესასწრაფო საქმე აქვს აბონენტს, მას შეუძლია მოგწერთ სმს-ით სიტყვა „Urgent“ და საჭირო ტექსტი. მაშინ ასეთი სმს გამოჩნდება ტეელფონის ეკრანზე. ასევე, თუ ტელეფონზე მიერთებული გაქვთ ყურსასმენები და ის ასევე დაკავშირებულია ავტომობილთან, ყველა ზარი წარმატებით შემოვა.

Comments

comments

Leave a Response