დღეს ერთ-ერთმა დიზაინერმა გამოაქვეყნა აიფონის ახალი მოდელის კონცეპტუალური სურათები. დიზაიერმა, რომელიც იშვიათად ცდება.
მარტინ ჰაიეკი ცნობილი პიროვნებაა ეფლის სამყაროში. ის ყოველ წელს აქვეყნებს კუპერტონოში მოფიქრებული მოდელების კონცეპტ სურათებს და პრაქტიკულად არასოდეს ცდება თავის ვარაუდებში. მაშ ასე, ვნახოთ, რით დაიმსახურა მან ეს რეპუტაცია.
1. მარტინმა გამოიცნო Macbook-ის იერსახე
2015 წლის ზაფხულში ჰაიეკმა იმ მომენტში არსებული ინფორმაციის საფუძველზე წარმოადგინა Macbook Air-ის რენდერები. ის მართალი აღმოჩნდა ეფლის ახალ მოდელთან დაკავშირებით და მხოლოდ ერთი USB-C პორტიც არსებობაც კი სწორად გამოიცნო.
კონცეპტი:
რეალობა:
2. მარტინმა გვიჩვენა iPhone 7 კამერის განახლებული დიზაინით და ანტენის ზოლების გარეშე
დიზაინერმა პრაქტიკულად ზუსტად გამოიცნო მეშვიდე აიფონის იერსახე. გასული წლის ივნისში მან გამოაქვეყნა რენდერები, რომელიც ძალიან ზუსტად გადმოსცემდნენ ნამდვილი მოდელის სახეს.
კონცეპტი:
რეალობა:
3. მარტინმა გამოიცნო MacBook Pro-ს იერსახე
ასევე გასულ წელს მან გამოაქვეყნა Macbook Pro-ს კონცეპტი, სენსორული პანელით. შედეგად, პრეზენტაციაზე ჩვენ ზუსტად ეს მოდელი ვიხილეთ. რენდერის სიზუსტე უბრალოდ გასაოცარი იყო!
კონცეპტი:
რეალობა:
4. და ბოლოს, წელს მარტინი აქვეყნებს iPhone 8-ის კონცეპტს
დიზაინერი დარმწმუნებულია, რომ უკანა ხუფზე არ იქნება თითის ანაბეჭდის სენსორი, მხოლოდ ვერტიკალურად დამონტაჟებული კამერა.
ასევე, როგორც ვხედავთ, ტელეფონს საკმაოდ ფართო კიდეები ექნება და ამ პარამეტრით Samsung S8-ს არ გაუწევს კონკურენციას (მადლობა ღმერს, არც გვინდა!).
ზედა წიბოზე მოთავსებული იქნება სპეციალური გამონაზარდი კამერების და სპიკერის დასამონტაჟებლად.
ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ სექტემბერს და რეალური iPhone 8-ის გამოსვლას.