ხრიკები

iPhone-ის კაბელის საუკეთესო შემცვლელი

206views

როდესაც მორიგი კაბელი გაგიფუჭდება, ერთ რამეზე დაფიქრდი — რამდენი კაბელი გაქვს უკვე ნაყიდი შენი აიფონისათვის, რამდენი უკვე გაფუჭდა და რამდენს კიდევ იყიდი.

მოდი ჩემზე ვილაპარაკებ. ამ ეტაპზე მე მაქვს 4 კაბელი: ერთი მუდმივად მიდევს სამსახურში, მეორე და მესამე სახლში (ცოლსაც აქვს აიფონი, ასე რომ ორი გვჭირდება) და კიდევ ერთი მაქვს რეზერვში, რამე რომ მოხდეს. ყველა კაბელი ოფიციალურია და ორიგინალი, ანუ საკმაოდ ძვირად ღირებული (ეფლის საიტზე თითო ასეთი კაბელი 19 დოლარი ღირს, არ არის იაფი!).

მაგრამ! სულ ცოტა ხნის წინ მე აღმოვაჩინე, რომ მინიმუმ 2 ძვირადღირებული კაბელის ჩანაცვლება შემიძლია ერთი საკმაოდ იაფფასაინი აქსესუარით და დღეს ზუსტად მაგაზე მოგიყვებით.

თქვენ შეგიძლიათ აღარ იყიდოთ ამდენი, ძვირადღირებული კაბელი (ხოლო იაფი აბელების ყიდვა ნამდვილად არ ღირს, მათი დაბალი ხარისხის გამო). სამაგიეროთ შეგიძლიათ იყიდოთ აი ეს პაწია აქსესუარი!

წარმოიდგინეთ სიტუაცია. სადმე ხართ. მეგობართან, სტუმრად, სამსახურში. მოკლედ სუკაერთია სად. და სახლში დაგრჩათ კაბელი. ხოლო ახლო-მახლო არავინ არის, ვისაც აიფონი აქვს და თანა კაბელიც. რას აკეთებთ? ვერც ვერაფერს. ტელეფონი ჯდება და ეს საშინელი სიტუაციაა სმარტფონის ნებისმიერი მფლობელისათვის. სამაგიეროდ გარშემო შეიძლება ბევრი იყოს ისეთი, ვისაც ანდროიდიანი ტელეფონი აქვს და კაბელიც. მაგრამ ვაი! მათი კაბელი თქვენს ტელეფონზე არ წავა! რა გავაკეთოთ? რა და საფულეში ეს პატარა აქსესუარი უნდა გეგდოთ. საკმარისია ის მივაერთოთ აიფონზე, ხოლო მაში შევარჭოთ ანდროიდის სტანდარტული micro-USB კაბელი და, ვუალა! თქვენი ტეელფონი იწყებს დატენვას! კარგია, არა? ნამდვილად კარგია!

ასე რომ, იყიდეთ ეს აქსეუარი აუცილებლად, ჩაიგდეთ ჩანთაში და დაივიწყეთ პრობლემები!

Comments

comments

Leave a Response