ხრიკები

როგორ ავკრიფოთ დამატებითი ნომერი iPhone-ში

193views

როდესაც რეკავთ რომელიმე ორგანიზაციაში, ხშირად ისე ხდება, რომ ძირითადი ნომრის აკრეფის შემდეგ საჭიროა დამატებითი ნომრის აკრეფაც. როგორ ვიქცევით ამ დროს? ვკრებთ ძირითად ნომერს, ეკრანზე ვააქტიურებთ ციფრულ კლავიატურას და ვკრებთ დამატებით ნომერს. დამეტანხმებით, რომ ეს მოუხერხებელია.

მაგრამ არსებობს უფრო მარტივი ხერხი. აკრიფეთ ძირითადი ნომერი, შემდეგ დააჭირეთ ფიფქის ღილაკს და გეჭიროთ მანამ, სანამ ფიფქის ნაცვლად ნომრის შემდეგ მძიმე არ გამოჩნდება. ამ მძიმის შემდეგ აკრიფეთ დამატებითი ნომერი და დააჭირეთ ზარის გაშვების ღილაკს. სულ ეს არის!

თუ რამდენიმე დამატებითი ნომერი უნდა აკერიფოთ, ყოველ მათგანს შორის ასევე მძიმე ჩაწერეთ.

Comments

comments

5 Comments

Leave a Response