ასეთი ფაქტები უკვე ძალიან გახშირდა, არც ისე იშვიათია iPhone-ით ხელში მოსიარულე, ბოძზე შეჩჯახებული ახალგაზრდა, ანდა ესკალატორებზე ერთმანეთზე მიწყობილი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც iPhone-ებში არიან ჩამძვრალები. სინამდვილეში, ბოლო კვლევების თანახმად iPhone-მა შეცვალა არა მხოლოდ კომუნიკაციის ფორმა, არამედ როგორ დავდივართ.
ეს დასკვნები გამოიტანებს ბრიტანელმა მეცნიერებმა. Anglia Ruskin უნივერსიტეტის თანამშრომელებმა ჩაატარეს კვლევა, სადაც შეისწავლეს, თუ როგორ იცვლება ქუჩაში ადამინის ქცევები, იმ შემთხვევაში თუ იყენებს iPhone-ს.
შესაბამისად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხალხი ქუჩაში მოძრაობისას თავიანთ დროის 61%-ს ატარებს iPhone-ში ცხვირჩარგული. ასევე დაადგინეს, რომ სასაუბრო დრომ საგრძნობლად მოიკლო და წერილის დაწერის დრომ იმატა. უმეტეს შემთხვევაში გზაში მყოფი iPhone-ის მომხმარებლები ჩათაობით ამყარებენ ურთიერთობებს.
ასევე განაცხადეს, რომ ყველა მომხმარებელს მოუწოდებენ მეტი ყურადღებისკენ იმ დროს როდესაც თავი iPhone-ში აქვთ ჩარგული — რადგან ხშირ შემთხვევაში სასაცილოდ, მაგრამ იშვიათად მტკივნეულადაც მთავრდება.