2007 წლის 29 ივნისს ეფლმა წარმოადგინა სწორედ ის პირველი აიფონი. ხოლო ახლა, 2017 წელს ჩვენ ავღნიშნავთ იმ მოწყობილობის დებიუტის ათი წლის იუბილეს, რომელმაც თავდაყირა დააყენა სოციუმის დამოკიდებულება სამომხმარებლო ელექტრონიკის მიმართ.
iPhone-მდე
1985 წელს სტივ ჯობსი აიძულეს, რომ წასულიყო ეფლიდან. შემდეგი ათი წელი კომპანიის ისტორიაში ყველაზე საშინელი აღმოჩნდა. მისი ნაბიჯები არასწორი იყო, შეცდომას შეცდომა მოსდევდა. ის უშვებდა წარუმატებელ პროდუქტებს და სწარფი ნაბიჯებით იძირებოდა დავიწყების ჭაობში.
სწორედ მაშინ დაიწყო კომპანია მაიკროსოფტის აღზევება, რომელმაც ოდესღაც ოსტატურად გამოიყენა ეფლის მიერ ნალოლიავები გრაფიკული ინტერფეისი.
მაგრამ მომხმარებლების კმაყოფილებისთვის ამ კომპანიას დღესაც ვერ მიუღწევია. და სტივ ჯობსი აშკარად გრძნობდა, რომ არაფერი წესიერი რედმონდში არ შეიქმნებოდა არასდროს. ხოლო ელექტრონიკის ისტორიაში მთავარი როლი სრულიად სხვა კომპანიას ეკუთვნოდა, რომლის ხელმძღვანელი ის ოდესღაც იყო.
„Microsoft-ის პრობლემა იმაშია, რომ მათ არ გააჩნიათ გემოვნება. საერთოდ არანაირი. ისინი არ ფიქრობენ ხელოვანივით. მათ პროდუქტებს არა აქვთ კულტურა“ [1996 წელი, Triumph of The Nerds]
ეფლის ჭკუისკოლოფა მენეჯერბმა გაანადგურეს ეფლი. ისინი მხოლოდ ციფრებზე ფიქრობდნენ. რასაც ახლაც ვხედავთ, 2017 წელს.
1996 წელი ეფლს თავის ისტორიაში ყველაზე ცუდი წელი იყო. Mac მომგებიანი იყო, მაგრამ ჯობსის გარეშე გატარებული ათი წელი სტაგნაციის წლები იყო.
„სამაგიდე კომპიუტერების ბაზარი მკვდარია. Microsoft სრულიად დომინირებს, მაგრამ არანაირ ინოვაციებს არ ამატებს ინდუსტრიაში. ეს დასასრულია. Apple-მა წააგო, ხოლო პერსონალური კომპიუტერების ისტორიაში შუა საუკუნეები დადგა. და ეს კიდევ ათიოდე წელი გაგრძელდება“ [Wired, 1996 წელი]
ამ წელს კომპანიის ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ჯილ ამელიო ეძებდა ცინცხალ პროგრამულ უზრუნველყოფას, ძველი და ყველანაირად უსარგებლო Mac OS Classic-ის ჩასანაცვლებლად.
შედეგად მაინ აირჩია NeXTSTEP, საოპერაციო სისტემა, რომელზეც სტივ ჯობსი მუშაობდა — ეს საბედისწერო გადაწყვეტილება იყო. და ეფლმა 400 მილიონი დოლარი გადაიხადა ამ სისტემაში, რათა დამფუძნებული დაბრუნებულიყო მის მიერვე შექმნილ კომპანიაში. ათი წლის შემდეგ.
სტივ ჯობსის თანამდებობის ოფიციალური სახელი 1997 წელს — „აღმასრულებელი დირექტორის არაოფიციალური მრჩეველი“.
„ეფლის თანამედროვე პროდუქტები — ნაგავია. ისინი სექსუალური არ არის“ [ეფლში დაბრუნებამდე. BusinessWeek, 1997 წელი]
მშობლიურ კედელბში დაბრუნებისთანავე სტივ ჯობსმა პროდუქტების უმეტესი ნაწილი თავიდან მოიშორა. მან შეამცირა ასორტიმენტი მინიმუმამდე და მხოლოდ ყველაზე მომგებიანი და პერსპექტიული მიმართულებები დატოვა.
ამის შემდეგ კომპანიამ iPod-ზე დაიწყო მუშაობა, რომელიც ეფლისთვის ის ტრამპლინი აღმოჩნდა, რაც საბოლოოდ აიფონამდე მიიყვანს. პროქტის ხელმძღვანელი გახდა ტონი ფადელი, რომელიც აღტკინებული იყო მუსიკალური, mp3-დამკვრელის შექმნის იდეით.
რასაკვირველია, მსოფლიო არ აღმოჩნდა მზად ამისათვის. მაკომპლექტებელი ნაწილების მწარმოებლებიც კი აზრზე არ იყვენენ, თუ ვის დასჭირდა ზემცირე ზომის დისკები და სხვა მსგავსი ნაწილები.
მაგრამ სტივმა ზუსტად იცოდა, რა მიმართულებით უნდა წაეყვანა კომპანია. როგორც მინიმუმ, დღევანდელი გადმოსახედიდან მისი ნაბიჯები ძალიან სწორად ჩანს.
„ძალიან ძნელია შექმნა პროდუქტი ფოკუს-ჯგუფების გამოყენებით. ადამიანებმა ხშირად არ იციან, რა უნდათ, სანამ მათ ამას არ აჩვენებ“ [BusinessWeek, 1998 წელი]
iPhone
აიფონს საფუძლად აიპოდი დაედო. დამკვრელის გარეშე სმარტფონი ვერ გაჩნდებოდა — ამაში ფადელი ზუსტად არის დარმწუნებული.
პორტატული მოწყობილობის წარმატება მაშინ წარმოუდგენლად ჟღერდა. საჭირო იყო აქტიური მუშაობა სხვა მოწყობილობებზე, მხოლოდ დამკვრელის პოპულარობის გამოყენებით.
„იყავით მშივრები. იყავით თავზეხელაღებულები“ [ნაწყვეტი გამოსვლიდან სტენფორდის უნივერსიტეტში, 2005 წელი]
ადგილზე დარჩენა დაუშვებელი იყო. ამიტომ 2000-იანი წლებში ეფლში უცნაური ამბები დაიწყო.
კომპანიის ოფისებში სულ უფრო მეტი ცარიელი სკამები გაჩნდა, რომლებზეც ოდესღაც საკვანძო სპეციალისტები ისხდნენ. ხალხი ქრებოდა. ეს გაოცებას იწვევდა.
ასეთ თანამშრომლებს საიფუმლო პროექტზე სამუშაოდ იწვევდნენ. ამავდროულად მათ არ ეუბნებოდნენ რაიმე კონკრეტულს და მოსაფიქრებელ დროსაც არ აძლევდნენ.
ყველაზე აქტიურების ცხოვრება რამენიმე წლით თავდაყირა იწყებდა დადგომას.
ზესაიდუმლო ატმოსფეროში ისინი დღით და ღამით მუშოაბდნენ რაღაც ახალზე, ოჯახს და სხვა სიამოვნებებს მოწყვეტილები.
„მაშინ მე ამას ვერ ვხედავდი, მაგრამ როგორც გაირკვა, ეფლიდან გათავისუფლება საუკეთესო იყო, რაც შეიძლებოდა დამმართნოდა. წარმატებულობის სიმძიმე კვლავ დამწყებად, ყველაფერში ნაკლებად დარწმუნებულად ყოფნის სიმსუბუქემ შეცვალა. ამან საშუალება მომცა, ჩემი ცხოვრების შემოქმედებითად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი დამეწყო“ [ნაწყვეტი გამოსვლიდან სტენფორდის უნივერსიტეტში, 2005 წელი]
ბოლო-ბოლო, აიფონზე მომუშაცე გუნდში ეფლის ყველაზე ღირსეული ადამიანები შევიდნენ: წამყვანი პროგრამისტები, მმართველები და ინჟნრები, დიზაინის მამები.
და დღეს ცხადია, რომ სმარტფონზე მუშაობის გადაწყვეტილება ტყუილად არ იყო მიღებული.
„დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სამ ახალ პროდუქტს ერთად. ეს არის რევოლუციური მობილური ტელეფონი, iPod სენსორული ეკრანით და მოწყობილობა ინტერნეტში გასასვლელად“ [iPhone-ის პრეზენტაციაზე. 2007 წელი]
სულ პირველი აიფონის 2007 წელს პრეზენტაციის შემდეგ მრავალი ამ მოწყობილობას ფრიად სკეპტიკურად უყურებდა.
მის სიბრიყვეზე საუბრობდნენ უსმხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები, მათ შორის მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეითსი.
„დიადი პროდუქტების შექმნა რომ ისევე ადვილი იყოს, როგორც საბანკო ჩეკის გამოწერა, მაშინ Microsoft-ს დიადი პროდუქტები ექნებოდა“ [2007 წელი]
მოწყობილობას საფუძვლად დაედო სენსორული ეკრანი, რომლის გარეშეც თანამედროვე სმარტფონების წარმოდგენა უკვე შეუძლებელია. და ათი წლის წინ ჩვენ ვუყურებდით ჩვენს ნოკიებს და ეჭვი შეგვქონდა მის მოხერხებულობაში.
პირველი აიფონი არ იყო იდეალური. მას გარდამავალი პერიოდის ბევრი დაავადება სჭირდა, რომელთა აღმოფხვრა სასწრაფოდ გახდა საჭირო. მაგრამ სწორედ ის ითვლება დღეს რევოლუციურ მოწყობილობად, რომელმაც გადააბრუნა ელექტორნიკის სამყარო და ჩვეულებრივი ადამიანების ცხორვებაც.
iPhone-ის შემდეგ
სხვათა წარმატება ბევრს აბრმავებს. და ხშირად მეგობრბეიც კი მტრები ხდებიან. 2010 წელს ასე მოხდა გუგლის შემთხვევაში.
საძიებო გიგანტი მჭიდროდ იყო დაკავშირებული აიფონთან, აწვდიდა მას კარტოგრაფიულ პროგრამულ უზრუნველყოფას და ვიდეო-სერვისს. YouTube-ის აპლიკაცია პროგრამული უზუნველყოფის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედიოდა.
მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, გუგლმა ანდოიდზე მუშაობა დაიწყო. მაგრამ არცერთ ხელმძღვანელს, რომელმაც სცადა საოპერაციო სისტემის დაყენება თავის მოწყობილობაზე, არ გამოუვიდა სმარტოფნის სულიდ და გულით შექმნა.
„ჩვენ არ ვეტენებით ძებნაში, მაგრამ მათ გადაწყვიტეს შექმნან ტელეფონი. ბევრი ფიქრი არ სჭირდება, მათ უნდა აიფონის განადგურება. ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ“ [Google Android-ის შესახებ. 2010 წელი]
ჯერ კიდევ 2003 წელს ჯობსს დაუდგინეს დიაგნოზი — კუჭქვეშა ჯირყვალის სიმსივნე. დაავადება არ იყო სასიკვდილო. მაგრამ სტივმა უარი თქვა ოპერაციაზე და განსაკუთრებულ დიეტაზე დაჯდა, რომელსაც ის უნდა მოერჩინა. დიეტამ მას არ შველა.
ის ცდილობდა დაავადებასთან ბრძოლას, მაგრამ უფრო მეტ დროს უთმობდა ახალ პროდუქტებს. და მისი ხელმძღვანელობით 2010 წელს მსოფლიომ კიდევე რთი შედევრი იხილა — iPad.
დაავადებამ ნელ-ნელა იმძლავრა, არაფერი შველოდა. და 2011 წლის აგვისტოში სტივ ჯობსი ეფლის თანაშრომლების წინაშე საბოლოო სიტყვით წარსდგა. მან სცადა მათი გამხნევება და თავის შეცვლელი დაასახელა.
„დაწრმუენბული ვარ, რომ ეფლის ყველაზე ინოვაციური გამოგონებები და ნათელი დღეები ჯერ კიდევ წინაა“ [გზავნილი ეფლის თანამშრომლებს 2011 წლის 24 აგვისტოს]
სტივის ადგილი ტიმ კუკმა დაიკავა. სწორედ მას მოუწევს ჩვენი გაოცება 2017 წელს.
მან უბრალოდ იუბელიეს შესახებ კი არ უნდა მოგვყვეს სექტემბერში. ის ვალდებულია დაადასტუროს, რომ ტყუილად არ აირჩიეს ხელმძღვანელად.
და დღეს ჩვენ ველოდებით აიფონს, არა როგორც მოწყობილობას, არამედ როგორც ჯობსის გენიის ხსოვნას.
მადლობა სტივ. ჩვენ მადლიერები ვართ.