ეფლი ცნობილია არა მარტო თავისი მოწყობილობებით, არამედ აგრეთვე საიდუმლოებით მოცული პროექტებითაც. ცნობისმოყვარე მომხმარებლებმა არ უნდა ნახონ ის, რაც კომპანიის საიდუმლო ლაბორატორიებში რჩება.
ეფლის ყოფილმა თანამშრომელმა, კენ კოციენდემ თავის ტვიტერ ანგარიშში გამოაქვეყნა პირველი თაობის აიფონების ადრეული პროტოტიპების ფოტოები. შეგიძლიათ შეაფასოთ მოწყობილებების დიზაინი. რასაკვირელია, ეფლი ასეთ რამეს არასდროს გამოუშვებდა. თუმცა სწორედ ასეთ მოწყობილობებზე ხდებოდა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება.
როგორც ჩანს, კოციენდა აიფონის იუბულეს ელოდებოდა, რომ დაედო ფოტოები. აშკარაა სხვაობა ამ პროტოტიპებსა და საბოლოო პროდუქტს შორის — მასიური კორპუსები, უზარმაზარი ჩარჩოები, გამოკვეთილი Home ღილაკი.
დიზაინერი ამტკიცებს, რომ ეს მოწყობილობები გამოიყენებოდა ვირტუალური კლავიატურის დასატესტად. ხოლო უშუალოდ მოწყობილობები კოციენდეს საწერ მაგიდაში ინახებოდა.