სიახლეები

გამოვრთოთ, თუ არა iPhone ჭექა-ქუხილის დროს?

252views

წელს მაისს და ივნისში თბილისში საკმაოდ ხშირი იყო წვიმები, ჭექა-ქუხილიც. მართალია, ახლა ცხელი ზაფხული გვიდგას, მაგრამ შორი არ არის შემოდგომა, როდესაც კვლავ გვესტუმრება წვიმიანი მინდები. და სწორედ ახლა დგება საკითხი იმის შესახებ, როგორ მოვიქცეთ ამ დროს, ვისარგებლოთ თუ არა ტეელფონით? უბრალოდ ტელეფონის თან ქონა ამ დროს პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ თუ საუბარს დააპირებთ ელჭექში — შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ.

არა, მეხი არ დაგეცემათ. ყველამ იცის, რომ თბილისის მტავარი მეხამრიდი მთაწმინდის სატელევიზიო ანტენაა, მაგრამ ის ყოველთვის ვერ გვიშველის. ადამიანი საფრთხეში იმყოფება, როდესაც ის ტელეფონზე საუბრობს ჭექა-ქუხილის დროს.

რატომ არის საშიში ტელეფონზე საუბარი ჭექა-ქუხილის დროს?

ჯერ ერთი, რადიო-ტალრები იზიდავენ ელვას. მეორეც, სმარტფონის ყურთან მიტანით თქვენ მას აშორებთ ყველა წინააღმდეგობას. მესამე მიზეზი — მშრალი ნივთები უარესად ატარებენ დენს, ვიდრე სველი. ლითინოს ნივთები (მათ შორის ტელეფონები) მეხამრიდის როლს შეასრულებენ, შესაბამისად ალბათობა იმისა, რომ ელვას მიიზდავენ, მატულობს.

ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მეხის დაცემა კლებულობს. ზოგადად, მეხის დაცემის შანსი დაბალია. მიუხედავად ამისა, ჯობია თავი დაიცვათ.

როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს

ქუჩაში:

იდეალური ვარიანტია — შევიდეთ შენობაში. არაა აუცილებელი ეს იყო საკუთარი სახლი, საკმარისია უახლოესი მაღაზია, სადარბაზო ან მისდაგვარი. არ გირჩევთ გაჩერების ქვეშ დგომას — ისინი არ არის დაცული მეხის დაცემისაგან.

ხოლო სმარტფონი ჯობია ჯიბეში დაიტოვოთ, უმჯობესია ავია-რეჟიმში. იდეალური იქნება, რომ საერთოდ გამორთოთ, სანამ არ მიხვალთ უსაფრთხო ადგილამდე.

სახლში:

საუკეთესო ვარიანტი იქნება არ მიუახლოვდეთ ფანჯარას. ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს ჯობია ქსელიდან გათშოთ ტექნიკა, მათ შორის კომპიუტერებიც. ძაბვის ვარნა ამ დროს ხშირია და შესაძლოა ტექნიკა დაზიანდეს.

არის იმის ფაქტები, როდესაც ადამიანს დენმა დაარტყა ქსელის ტელეფონით საუბრისას. ალბათობა მცირეა, მაგრამ ჯობია თავი დაიზღვიოთ.

Comments

comments

Leave a Response