სიახლეები

სტივ ჯობსის შავი ჯემპრი მასიურ გაყიდვაში გამოდის

227views

იაპონელი მოდელიორი, ისეი მიიაკე, რომელმაც სწორედ ის ჯემპრი შექმნა, რომელიც სტივ ჯობს უყვარდა და ყველგან ეცვა (ასზე მეტი ცალი ჰქონდა სტივს), იწყებს ამ ჯემპრის მსაიურ წარმოებას. ლეგენდარული ჯემპრი გაყიდვაში შემდეგ თვეში ჩაეშვება, სულ რაღაც 270 აშშ დოლარად.

მწარმოებლის განცხადებით, გაყიდვაში გამოვა არა ჯობსის ჯემპრის ზუსტი ასლი, არამედ მასთან ძალიან მიახლოებული პროდუქტი. თუმცა ხარისხის თვალსაზრისით ის არაფრით არ ჩამოუვარდება ორიგინალს. სხვაობა ძალიან დიდი არ არის. სიახლეს ოდნავ მაღალი აქვს მხრების ხაზი და უფრო ელეგანტური სილუეტი გააჩნია. ნაჭრის მასალა იგივე დარჩება.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ჯემპრის შექმნაზე მუშაობდა არა კონკრეტულად მიიაკე, არამედ მისი მოსწავლე — იუსიკე ტაკახასი. მოვალეობების დელეგირებით ოსტატმა თავიდან აიცილა ჯობსის ფანატებზე ფულის კეთების საყვედურები და ასევე შეამცირა პროდუქციის თვითღირებულება. უშუალოდ მიიაკეს მიერ შექმნილი პროდუქტი რამდენჯერმე უფრო ძვირი იქნებოდა.

Comments

comments

7 Comments

  1. მოიცა ანუ სერიული გამოშვებული არ ეცვა? სპეც შეკვეთა იყო? 😀 სვიტრს რო სპეციალურად შეუკვეთავ, აი ასეთი და ასეთი ნაქსოვი მინდა იყოს ძმი, არ უნდა ირღვეოდეს და ასე შემდეგ…

    1. კი, სპეც შეკვეთა იყო და 300 ევრომდე ღირდა თითო. სულ ასამდე იდენტური ჯემპრი ჰქინდა სტივს.

    2. სპეც შეკვეთისთის რომელიც სულ რაღაც 100 ცალისთვის შეწუხდნენ? კი, მგონი რომ ცოტაა

      http://www.hugoboss.com/us/t-tribel-italian-linen-striped-t-shirt/hbna50329826_294.html?cgid=22002#srule=price-high-to-low&start=1

      ყრია, სერიულია, ახლა წარმოიდგინე ამათმა რო სპეც შეკვეთა გაგიკეთონ 100 ცალი, ისე რო სხვას არავის მიჰყიდონ(ცხადია მასე იქნებოდა, თორე ახლა მაგის გაყიდვის დაწყებას აზრი არ ექნებოდა), რამდენად გაყიდიან?

    3. 😂😂😂 გააჩნია ვინ უკვეთავს 😉 როგორ ფიქრობ ჯობსი რომ სამოსს შეგიკვეთავთ (ახლა როგორღა, მაგრამ 🙁 ) იმაზე უნდა იფიქროთ რომ 100 ერთეულზე ნახოთ რამდენიმე ათასით მეტი მოგება თუიმაზე რომ ეს უდიდესი რეკლამაა რაც გაცილებით ძვირიღირს და თუნდაც ძალიან წარმატებული დიზაინერისთვისაც საოცნებოა 😅😅 სამაგიეროდ ახლა რომ ეს სვიტერი ათასობით გაიყიდება მხოლოდ იმის გამო რომ ჯობსს ეცვა თავის დროზე, არის თუ არა იმ ასი ერთეულისგან მიღებულ მოგებაზე მნიშვნელოვანი 😉

Leave a Response