სიახლეები

iPhone-ის მომხმარებლების უმრავლესობა ბრენდის ერთგული რჩება

121views

აიფონის მომხმარებელთა უმრავლესობა არ რალატობს ბრენდს თითქმის ათი წლის განმავლობაში. ამის შესახებ ცხადყოფს გამოკითხვის შედეგები, რომელიც ჩაატარეს საიტის 9To5Mac მომხმარებელთა შორის. შედეგები ასეთია: რესპოდენტთა 20%-ზე მეტი სარგებლობს ეფლის სმარტფონით ჯერ კიდევ პირველი მოდელიდან, მაშნ როდესაც iPhone 7 პირველი ეფლ-მოწყობილობა გახდა მხოლოდ 0.4%-ისათვის.

პოპულარობით მეორე სმარტფონი აღმოჩნდა iPhone 3G. სწორედ მან დაბადა ის სიყვარული, რაც გამოკითხულთა 18%-ს აქვს. მას მოსდევს iPhone 4 და iPhone 3Gs, 16 და 15% შესაბამისად. ამასთან, თუ რესპოდენტებს დავუჯერებთ, მრავალი მათგანი თავის სმარტფონს გაყიდვების დაწყების პირველიმე დღეს ყიდულობდა და არ ელოდებოდა ფასების ვარდნას.

გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, მიზეზი, რომლის გამოც აიფონის მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ ეფლის ბრენდს, საკმაოდ ბანალურია და იმალება საოპერაციო სისტემის მოხერხებულობაში და გონივრულ ფუქნციონალში. ვერც iMessage, ვერც iCloud-იც კი ვერ აკავებს მომხმარებელს ამ პლათფორმაზე ისე, როგოც მიჯაჭვულობა iOS-ზე.

ამასთან ანდროიდიდან გადმოსული მომხმარებლის მხოლოდ უმცირესი ნაწილი დაბრუნდა ისევ ანდროიდზე, დანარჩენები ეფლის ბრენდის ერთგულნი დარჩნენ.

და, თქვენ რომელი აიფონი გქონდათ სულ პირველად?

Comments

comments

Leave a Response