სიახლეები

iPhone 8-ს ახალი დამტენი ექნება

143views

Barclay-ს ანალიტიკსომა, ბლეინ კერტსიმა დაკვირვება აწარმოა ეფლის მომწოდებლების წაჭვს და გამოთქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ iPhone 8-ს კომპლექტში მოყვება უფრო მძლავრი დამტენი, ვიდრე ახლანდელ მოდელებს აქვთ.

კერტისი დარწმუნებულია, რომ დამტენი კაბელი კვლავ Lightning იქნება, მაგრამ ტრადიციული USB-ს ნაცვლად, მეორე მხრიდან USB-C იქნება და ამისთვის შესაფერისი ადაპტერი. ანალიტიკოსი ირწმუნება, რომ დამტენის სიმძლავრე 10 ვატი იქნება (როგორც iPad-ს აქვს).

კომპანია Cypress Semiconductor-ის მიერ წარმოებული ჩიპები USB Type-C Power Delivery ჩამონტაჟებულია სმარტფონში და დამტენ მოწყობილობაში. მსგავსი მოდული, CYPD2104 უკვე გამოიყენება iPad Pro 10.5-ში.

თუ ეს ფაქტი დადასტურდა, iPhone 8 როგორც მინიმუმ ორჯერ სწრაფად დაიტენება. დაველოდოთ სექტემბერს.

Comments

comments

Leave a Response