პოპულარული ბენჩმარკის, AnTuTu შემქმნელებმა მაისის შედეგებს მოუყარეს თავი და საინტერესო შედეგი მიიღეს. iPhone 7 Plus უკვე აღარ არის ლიდერი. როგორც იქნა.
პირველი ადგილი საზეიმო ვითარებაში გადაეცა HTC U11-ს, რომელმაც 180000 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე iPhone 7 Plus-ია — 174299 ქულა, მესამეზე — Xiaomi Mi6, 172494 ქულა.
ხუთეულის ბოლო ორ ადგილს იკავებს სამსუნგის ორი ფლაგმანი, Galaxy S8 და S8 Plus — 172 368 და 172 359 ქულა შესაბამისად.
AnTuTu-ს სინთეტური ტესტები მისაღებად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან მოწყობილობა დაახლოებით 500-ჯერ გადის ტესტირებას. თუ მწრამოებელს მოწყობილობის რამდნეიმე ვერსია აქვს, ყველა მოდელიდან საუკეთესო რეიტინგი დგება.