სიახლეები

Samsung-მა შესაძლოა iPhone აწარმოოს. მტრობა თუ პარტნიორობა?

150views

მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის პირდაპირ კონკურენტად მოისაზრებენ სამხრეთ კორეულ კომპანია Samsung-ს, ისინი კვლავ ინარჩუნებენ პარტნიორობას. არ აქვს მნიშვნელობა საბოლოოდ ამერიკელებს რამდენად სურდათ თავი დაეღწიათ კორეის მწარმოებელზე  დამოკიდებულებას, უახლოეს წლებში თანამშრომლობა არა მხოლოდ ერთმანეთის გადარჩენას, არამედ გაფართოებაშიც ეხმარებათ.

კორეის მედია იუწყება, რომ Samsung-მა ამჟამად კონკრეტულად რაღაც პროდუქტისთვის დაიწყო დიდი მშენებლობა OLED დისფლეი ეკრანებისა,   რომელიც აშკარად   ცნობილია   ვისთვის   კეთდება.   არ   არის   საჭირო   დიდი   ანალიტიკოსი   იყოთ   იმისთვის,   რომ   მიხვდეთ   თუ   რომელი   სმარტფონისთვის მუშაობს   Samsung-ი.

ადრე გავრცელებული   წყაროების   თანახმად,   Apple-ს   სურს  თავისი   iPhone-სთვის   OLED ეკრანები.  Samsung-ი  კი  ერთადერთი  კომპანიაა, რომელსაც ყველაზე  კარგად  და  მარტივად  შეუძლია  ეკრანების  დამზადება.  როგორც  ვარაუდობენ  სპეციალურად  მეათე  წლის  iPhone-თვის  ზედგამოჭრილი  იქნება ახალი   OLED   ეკრანები.

ამავდროულად 2019 წლამდე ხელშეკრულების მიხედვით Samsung-ი განახორციელებს OLED ეკრანების ტრანსფერებს და მაქსიმალურად დაეხმარება Apple-ს წარმოების შესაძლებლობების რესურსით. რომელშიც Samsung-ი სავარაუდოდ 20.1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოიტანს.  კომპანიებს  შორის თანამშრომლობა   გრძელდება,   მიუხედავად   იმისა,   რომ   კომპანიების   ფანატიკოსები   ერთმანეთს   არ   ინდობენ.  ჰეითერობა  და  მუდამ  ჰეითერობა!

Comments

comments

Leave a Response