ამ თვეში OnePlus-მა გამოაქვეყნა თავისი ახალი ფლაგმანი — OnePlus 5, რომელიც აღჭურვილია უახლესი Qualcomm Snapdragon 835 პროცესორით და 8GB რამით. რა თქმა უნდა ენთუზიაისტები ვერ ითმენენ და გამოსვლისთანავ ახალ ფლაგმანს, რომელსაც პრეტენზია აქვს პირველობაზე, დღესდღეობით პირდაპირ პირველ ადგილზე მყოფ სმარტფონს შეადარეს.
ბლოგერებმა დაიწყეს პირველ რიგში სისწრაფის ტესტი, სადაც წამზომის დახმარებით ორივე სმარტფონზე ასრულებენ ერთი და იგივე მოქმედებებს. Apple კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თვითონ ზუსტად იცის რა მოცულობის და რა სიძლიერის ნაწილებით უნდა ააწყოს iPhone. iPhone ბევრად უფრო სწრაფად ხსნის ამა თუ იმ აპლიკაციას. iPhone (1 წთ და 43 წამი) OnePlus (2 წუთი და 50 წამი. შეგახსენებთ, რომ Apple-ის სმარტფონი აღჭურვილია 3GB-იანი რამით.