სიახლეები

iOS 11-ში დამუხტვის ახალი ხმა დაემატა: უსადენო დამუხტვის დრო მოდის?

135views

დეველოპერები უსაქმოდ არ სხედან და განაგრძობენ iOS 11-ის სიახლეების შესწავლას. ერთ-ერთმა მათგანმა აღმოაჩინდა მოწყობილობის დამუხტვის ახალი ხმა.

iOS 10/11-ში ამ ხმის სტანდარტული, მიმდინარე ფაილის სახელი არის connect_power.caf, ჩვენ ეს ხმა გვესმის ყოველთვის, როდესაც მოწყობილობას დამუხტვაზე ვრთავთ. ახალი ხმოვანი ფაილის სახელია engage_power.caf და ის ჯერ არსად არ გამოუყენებია ეფლს.

აი ეს ხმა:

ახალი ხმა სრულიად განსხვავდება კლასიკურისაგან: მოცულობითი, ზრდადი. მოკლედ, იდეალური ხმაა უსადენო დამუხტვისათვის.

რასაკვირველია, ეს ხმა შესაძლოა სულ სხვა რამისთვის არმოჩნდეს, მაგრამ ფაილის სახელი და მახასიათებლები სხვა აზრებს ჯერ არ ბადებს.

Comments

comments

Leave a Response