სიახლეები

iOS 11-ის დოკ პანელის ძირითადი ცვლილებები

127views

iOS 11-ის მთავარი თავისებურება, რომლითაც ის კარდინალურად გასნხვავდება წინა ვერსიებისგან, აპლიკაციების განახლებული დოკ-პანელია. სწორედ მასთან არის დაკავშირებული ყველაზე მაშტაბური და ფუნდამენტური სიახლეები, რომლებიც ჩვენთვის კუპერტინოში შექმნეს. მოდი დეტალურად განვიხილოთ ყოველი მათგანი.

მოსახერხებელი გამშვები

iOS 11-ში ეფლმა გადაამუშავა დოკ-პანელის დანიშნულება და ახლა ის წარმოადგენს სისტემის სრულიად დამოუკიდებელ ელემენტს, რომლის გამოძახება ნებისმიერ დროს შეიძლება, გაშვებული ამოცანის მიუხედავად. ამისათვის საკმარისია თითი აუსვათ ეკრანზე ქვემოდან ზემოთ, ეკრანის ქვედა ნაწილში და დოკი გამოჩნდება გაშვებული აპლიკაციის ზემოთ. მართვის პანელის გამოძახებისათვის მოგიწევთ თითის ასმა ცოტა უფრო ზემოთ.

ბოლოს გაშვებული აპლიკაციები

ამიერიდან საჭირო არ იქნება მრავალამოცანიანობის მენიუს გამოძახება ადრე გაშვებული აპლიკაციის გამოძახებისათვის. iOS 11-ში გამოიძახეთ დოკ პანელი, რომლის მარჯვნა მხარეს ჩანს ბოლო სამი გამოყენებული აპლიკაცია. ამისათვის საკმარისია შესაბამისი ფუნქციის ჩართვა პარამეტრებში.

Drag & Drop

თუ უკვე სარგებლობთ iOS 11-ით, შეამჩნევდით თუ რამდენად მოსახერხებელია ეს ფუნქცია. საოპერაციო სისტემის განახლებული ვერსია საშუალებას გაძლევთ უფრო სწრაფად გაშვათ აპლიკაციები Split View რეჟიმში iPad-ზე დოკ-პანელიდან ეკრანზე მათი გადათრევით. სიახლე მუშაობს უკუმიმართულებითაც და შეგიძლიათ გადაადგილოთ ობიექტები აპლიკაციებს შორის, მაგალითად, გადაიტანოთ ბმული საფარიდან შენიშვნებში.

წინასწარი დათვალიერება

ზემოთ აღწერილი შესაძლებლობების გარდა, გადამუშავებული დოკ-პანელი საშუალებას გაძლევთ დაინახოთ ზოგიერთი აპლიკაციის შიგთავსი, ამ აპლიკაციის მთელ ეკრანზე გაშლის გარეშე. ამისათვის 3D Touch-იც კი არ იქნება საჭირო. უბრალოდ დააჭირეთ აპლიკაციაზე, გეჭიროთ თითი 1-2 წამი. გამოჩნდება პატარა სარკმელი. ამგვარად შესაძლებელია Slack-ის ბოლო ჩეტების ნახვა, ფაილების დათვალიერება და ა.შ.

Comments

comments

Leave a Response