სიახლეები

როგორ დავაყენოთ iOS 11 Public Beta 1

383views

გსურთ გატესტოთ iOS 11-ის ახალი ფუნქციები თქვენს საკუთარ მოწყობილობაზე? ყველამ არ იცის, როგორ გააკეთოს ეს. ჩვენ მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩაერთოთ iOS 11-ის საჯარო ტესტირებაში. ჯერ ვნახოთ, თუ რომელ მოწყობილობებზე არის შესაძებელი ამ ვერსიის დაყენება:

iPhone

  • iPhone 7
  • iPhone 7 Plus
  • iPhone 6s
  • iPhone 6s Plus
  • iPhone 6
  • iPhone 6 Plus
  • iPhone SE
  • iPhone 5s

iPad

  • 12.9 iPad Pro 2nd gen
  • 12.9 iPad Pro 1st gen
  • 10.5 iPad Pro
  • 9.7 iPad Pro
  • iPad 2017
  • iPad Air 2
  • iPad Air
  • iPad 5th generation
  • iPad mini 4
  • iPad mini 3
  • iPad mini 2
  • iPod touch

iPod

  • iPod touch 6th gen

რა უნდა გავაკეთოთ

ყურადღება! შემდგომი ყველა ნაბიჯი საკუთარი რისკის ფასადა კეთდება. ჩვენ ვერ მოგცემთ სისტემის სტაბილური მუშაობის გარანტიას!

  1. ვქმნით iPhone-ის, iPad-ის, ან iPod Touch-ის სამარქაფო ასლს (Backup copy). ის დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ რამე ისე ვერ წავა და მოგინდებათ iOS 10-ზე დაბრუნება. გაითვალისწინეთ, რომ iOS 11-ის სამარქაფო ასლი არ არის თავსებადი iOS 10.3.2-თან!
  2. ტელეფონიდან, ტაბლეტიდან, ან დამკვრელიდან შევდივართ Apple-ის ბეტა-ტესტერების საიტზე.
  3. ვაჭერთ მენიუში Enroll Your Devices და შეგვყავს Apple ID-ის მომხმარებელის ელფოსტა და პაროლი.
  4. ვარეგისტრირებთ ჩვენს მოწყობილობას, ამისათვის გადავდივართ პროფილის ბმულზე.
  5. გადავტვირთავთ მოწყობილობას და გადავდივართ Settings > General > Software Update

სულ ესაა.

თუ თქვენ აქამდე უკვე გეყენათ დეველოპერული ბეტა-ვერსია, ჯერ წაშალეთ ძველი პროფილი და გადატვირთეთ მოწყობილობა. პროფილი არის აქ:

 Settings -> General -> Profiles

ამის შემდეგ შეასრულეთ ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედებები.

Comments

comments

Leave a Response