სიახლეები

Apple-მა გამოუშვა iOS 11-ის საჯარო ბეტა-ვერსია

103views

და აი, დადგა დრო iOS 11-ის საჯარო ტესტირებისა. საოპერაციო სისტემის ახალი ვერსიის მოსინჯვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ეს ბეტა-ვერსიაა, რაც ნიშნავს, რომ სისტემა არასტაბილურად იმუშავებს: შესაძლებელია გამოვარდნები, უნებლიე გამორთვები, შეცდომები და სხვადასხვა სახის პრობლემები მოწყობილობის მუშაობაში.

მნიშვნელოვანია: თქვენ ბეტა-ვერსიას აყენებთ საკუთარი რისკის ფასად. თუ რამე მოხდება, Apple არ გაგიწევთ საგარანტიო მომსახურებას!

განახლება უკვე ხელმისაწვდომია და დაახლოებით 2 გბაიტ ადგილს იკავებს. iOS 11 public beta 1 იდენტურია iOS 11 developer beta 2-ისა. წარმატებები!

Comments

comments

Leave a Response