სიახლეები

iPhone 8-ს შეუძლია ნივთების ამოცნობა (ვიდეო)

114views

დეველოპერები განაგრძობენ iOS 11-ში საინტერესო ფუნქციების აღმოჩენას. მათ შორის ახალი ფრეიმვორკის, Core ML.

მისი საშუალებით ხელოვნური ინტელექტი სწავლობს მაგალითებზე. ახალი ფრეიმვორკი iPhone 8-ს საშუალებას მისცემს გაარჩიოს ერთმანეთისგან სხვადასხვა ობიექტები — ხინკალი და ქაბაბი, მაგალითად.

პროგრამისტმა კრის გრინინგმა „ასწავლა“ თავის სმარტფონს სხვადასხვა ნივთების გრჩევა, მხოლოდ ერთი კამერის და მანქანური სწავლების პლათფორმა Vision Kit-ის საშუალებით. ამოცნობა მყისიერად ხდება. იხილეთ ვიდეო:

როგორც ხედავთ, ცხადად ჩანს, თუ როგორ ახერხებს აიფონი სახრახნისის, ბოთლი ღვინოს, სახაზავის, აიპოდის, ჭიქის ამოცნობას.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა კონკრეტული მიზნებისათვის იქნება გამოყენებული აღნიშნული ტექნოლგია. ახალი სმარტფონის ანონსი 17 სექტემბერს არის დაგეგმილი — მაშინ გავიგებთ ყველაფერს.

Comments

comments

Leave a Response