სიახლეები

iOS 11 — აპლიკაციებს შორის გადართვა გამარტივდა

94views

ჩვენ ცნობისმოყვარე ადამიანები ვართ და გვიყვარს ჩვენს გაჯეტებში ძრომიალი და ახალი, საინტერესო ფუქნციების აღმოჩენა. ჩვენ ახალი სათამაშო გვაქვს, iOS 11-ის ბეტა-ვერსია. და ყოველდღე რაღაც საინტერესოს ვპოულობთ. მაგალითად ისეთ ისეახლეს, რაზეც დღეს მოგიყვებით. საქმე ეხება აპლიკაციებს შორის გადართვის ფუნქციას.

გეცოდინებათ, რომ Apple-ის პლანშეტებში უკვე დიდი ხანია არის მრავალამოცანიანობის მართვის ჟესტები. მაგალითად, ოთხი თითით გვერდულად გასმის შემთხვევაში, მარტივად გადაერთვებით უკვე გაშვებულ სხვა აპლიკაციაზე.

iOS 11-ში გაჩნდა ახალი დოკ-პანელი და მას აქვს ფრიად საინტერესო ფუნქცია. დოკში, ძირითადი აპლიკაციებიდან მარჯვნივ განთავსებულია კიდევ 3 აპლიკაცია. ბოლოს გახსნილი აპლიკაციების სია. არ არის საჭირო ჟესტების გამოყენება, საკმარისია უბრალოდ აირჩიოთ სასურველი პროგრამა და გახსნათ.

შედეგად, ჩვენ ვღებულობთ სამ აქტიურ აპლიკაციას, რომელთა შორის გადართვა ძალიან მარტივია, ნებისმიერ დროს. ეს ფუნქცია ასევე ფრიად მოსახერხებელი იქნება გაყიფილი ეკრანის ფუნქციასთან ერთად.

Comments

comments

Leave a Response